საზოგადოება

საერთო ჯამში, საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები მყარია - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

აშშ-ის სახელმწიფო
დეპარტამენტი
1626896063
დაკოპირებულია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.

„საქართველო მცირე, მაგრამ ღია ბაზარია, რომელიც სარგებელს იღებს საერთაშორისო ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ტრანსპორტირებიდან. მიუხედავად იმისა, რომ იგი მგრძნობიარეა გლობალური და რეგიონული შოკების მიმართ, 1991 წლიდან ქვეყანამ ფართო ეკონომიკური რეფორმები განახორციელა, რამაც შედარებით კარგად ფუნქციონირებადი და სტაბილური საბაზრო ეკონომიკა შექმნა. ზრდის საშუალო ტემპი 2005 წლიდან 2019 წლამდე 5%-ზე მეტი იყო და საქართველოს რეიტინგები შთამბეჭდავად გაუმჯობესდა გლობალურ ბიზნესში, მმართველობაში, კორუფციასთან ბრძოლასა და სხვა ინდექსებში. ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა ორიენტირებულია დაბალ დეფიციტზე, დაბალ ინფლაციაზე და მცურავ რეალურ გაცვლით კურსზე, თუმცა უკანასკნელზე გავლენა იქონია რეგიონულმა მოვლენებმა, მათ შორის რუსეთზე დაწესებულმა სანქციებმა და სხვა საგარეო ფაქტორებმა, მაგალითად, უფრო ძლიერმა დოლარმა“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ COVID 19-ის პანდემიამ წარსული მიღწევები შემოატრიალა და მნიშვნელოვანი ზეწოლა მოახდინა ეროვნულ ვალუტასა და ადგილობრივ ეკონომიკაზე.

„საერთო ჯამში, საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები მყარია. ამასთან, მზარდია უნდობლობა სასამართლო სისტემის მიმართ, თუ რამდენად შეუძლია კომერციული საქმეების დამოუკიდებლად, დროულად და გონივრულად განხილვა, ზოგიერთი დავის საქმეები სასამართლოში წლების განმავლობაში იწელება. სხვა კომპანიები მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურ პროცესზე მიუთითებენ, ასევე სირთულეებზე ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონმდებლობის აღსრულების მიმართულებით; არაეფექტურ ანტიმონოპოლიურ პოლიტიკაზე; მიკერძოებულ სამართალზე; რეგულაციებისა და კანონების შერჩევით აღსრულებაზე, მათ შორის, სავაჭრო კანონების, საკუთრების უფლებების და სხვა. საქართველოს მთავრობა განაგრძობს მუშაობას ამ საკითხების გადასაჭრელად და მიუხედავად ამ დარჩენილი გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში მაღალ ადგილს იკავებს, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი“, - აღნიშნულია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე, აღნიშნავენ, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ ცნობს საქართველოს რეგიონებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებლად.

ოკუპირებული აფხაზეთი

სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა

სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ, სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ რეიტინგებს ადარებს და საზოგადოებას მოუწოდებს, ორი განსხვავება იპოვოს.

1632686117

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, ენგურის ხიდთან მდუმარე აქცია სლოგანით „ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები“ გაიმართა.

1632686005

ჟურნალისტი ნათია ბერიძე 20 ივნისის საპროტესტო მოვლენების ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. კადრებში ჩანს, რომ გიგი უგულავას გვერდით დგას ამჟამად პარტია „საქართველოსთვის” დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ქაჯაია, რომელიც 20 ივნისის მოვლენების დროს, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდა.

1632685917

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ სუს-ის ფაილების საქმესთან დაკავშირებულ გამოძიებაში ამერიკელი და ევროპელი ექსპერტების ჩართვა სპეკულაციებისთვის სივრცეს აღარ დატოვებს“, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პალიტრანიუსის გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

1632685109
თბილისის მერი კახა კალაძე

კახა კალაძე დიდუბის მოსახლეობას: გთხოვთ, მხარ...

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სოციალური ქსელის ვიდეოჩართვაში დიდუბის რაიონის მოსახლეობას მათი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გივი ჩხარტიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„ქართული ოცნების“ ონის მერობის კანდიდატი...

„ქართული ოცნების“ ონის მერობის კანდიდატი სერგო ხიდეშელი დემეტრე მეორეს, გვანცა დედოფლისა და არტუანის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა.

არჩევნები გერმანიაში - ეგზიტპოლების თანა...

გერმანიაში დღეს ფედერაციული არჩევნები ჩატარდა.

სამგორის რაიონში რიგის პარკის რეაბილიტაც...

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, კერძოდ, ვარკეთილის I მიკრორაიონში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე რიგის პარკის რეაბილიტაცია დაასრულა.