საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა საგანმანათლებლო დაწესებულებაში ცნობიერების ასამაღლებელი სიმულაციური სახანძრო-სამაშველო ოპერაცია განახორციელა

სახანძრო-სამაშველო
ოპერაცია
1634201558
დაკოპირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ქალაქ თბილისის №200 საჯარო სკოლაში საგანგებო სიტუაციების დროს საჭირო ქცევის წესებისა და რეაგირების შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი სწავლება განახორციელა.

სიმულაციური სწავლება, რომელიც კატასტროფების რისკის შემცირების საერთაშორისო დღეს სიმბოლურად დაემთხვა, პრაქტიკული ღონისძიებების დემონსტრირების გარდა, სკოლის პედაგოგებისა და ამავე სასწავლო დაწესებულების აღსაზრდელი შშმ ბავშვებისთვის საგანგებო სიტუაციების დროს საჭირო ქცევის წესების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგის ჩატარებას ისახავდა მიზნად. ღონისძიება კოვიდრეგულაციების მკაცრი დაცვით გაიმართა.

სწავლების ფარგლებში, მეხანძრე-მაშველებმა წინასწარი სცენარის მიხედვით, "დაშავებულები" სხვადასხვა მეთოდით გამოიყვანეს შენობიდან, ასევე, რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში ურბანულ ხანძარზე მოქმედების დემონსტრირებაც მოხდა.
ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმებთან დაახლოების მიზნით, საქართველოს მხრიდან ნაკისრ ვალდებულებათა ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აღნიშნული ტიპის სწავლებებს სისტემატურად ატარებს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებებში. შემდეგი სწავლებები დაგეგმილია 203-ე და 198-ე საჯარო სკოლებში.

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

1634323883

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

1634323251

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1634323058
თბილისის მერი კახა კალაძე
Pia.ge 2021

კახა კალაძე: მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემა...

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რაშიც ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პირს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდ...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან საპ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს საპატიმროში სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს. ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.