საზოგადოება

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირვანდელ ვარიანტს მხარი დაუჭირა

საგარეო
1634157308
დაკოპირებულია

„2022 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსება 175,5 მლნ. ლარით განისაზღვრა“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც კომიტეტის წევრები 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავდნენ.

სხდომაზე, მომხსენებელმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობაზეც ისაუბრა, სადაც ყურადღება დაგეგმილ ეკონომიკურ ზრდაზე და მოსალოდნელ შედეგებზე გაამახვილა.

მთავრობის წარმომადგენელმა კომიტეტის წევრებს, მომავალი წლის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის მიმართულებები და მაკროეკონომიკური პარამეტრები გააცნო. მისი თქმით, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 4.4% საბიუჯეტო დეფიციტის ზღვარზე დაიგეგმა ხოლო 2023 წლისთვის დაგეგმილია აღნიშნული მაჩვენებლის 3%-მდე შემცირება.

წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი გაზრდილია 751 მლნ. ლარით და შეადგენს 18,7 მლრდ. ლარს ხოლო გადასახდელები შემცირებულია დაახლოებით 1 მლრდ. ლარით. ასიგნებების შემცირება განპირობებულია პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირებით და ასევე, ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში აღარ არის გათვალისწინებული ევრობონდების დაფარვა.

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები განსაზღვრულია 13,9 მლრდ. ლარით, ხოლო ხარჯები-13,8 მლრდ. ლარით. საქართველოს სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით შეადგენს 35,1 მლრდ. ლარს, მათ შორის საგარეო ვალი განისაზღვრება დაახლოებით 28 მლრდ. ლარით.

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებიდან საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 16,5 მლრდ. ლარს, გრანტები (დონორები)- 47,6 მლნ. ლარს, ხოლო კრედიტები - 1,9 მლრდ. ლარს.

მომხსენებელმა სხდომაზე ყურადღება გაამახვილა მხარჯავი უწყებების დაფინანსების ზრდაზე და აღნიშნა, რომ მომავალი წლისთვის ჯანდაცვის სამინისტროს 5 მლრდ 941 ლარი გამოეყოფა, საიდანაც 4 მილიარდი ლარი სოციალური პროგრამებისთვისაა განსაზღვრული.

უშუალოდ საპენსიო უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებულია 2 მლრდ 885 მლნ ლარს, რაც 285 მლნ ლარით მეტია, ვიდრე 2021 წლის მაჩვენებელზე. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართულებით ზრდა არის 113 მლნ ლარი, სადაც გათვალისწინებულია მასწავლებელთა ხელფასების ზრდა.

მისივე ინფორმაციით, დაფინანსება ასევე 387 მლნ. ლარით ეზრდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც.

მთავრობის წარმომადგენელმა კომიტეტის წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და დამატებითი განმარტებები გააკეთა.

დღესვე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი რამდენიმე ხელშეკრულება განიხილა. კომიტეტის წევრებმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტს და სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირეს.

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

1634323883

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

1634323251

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1634323058
თბილისის მერი კახა კალაძე
Pia.ge 2021

კახა კალაძე: მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემა...

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რაშიც ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პირს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდ...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან საპ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს საპატიმროში სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს. ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.