მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს მოქალაქეები ბულგარეთში გამგზავრებას ვეღარ შეძლებენ

საქართველო-ბულგარეთი

„ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად, 26 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეები ვერ შეძლებენ ბულგარეთის ტერიტორიაზე შესვლას“, - ამის შესახებ ბულგარეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

ამავე ინფორმაციით, აღნიშნული შეზღუდვა გარკვეულ კატეგორიებს არ შეეხება.

„საელჩოს ცნობითვე, ბრძანება არ ეხება საქართველოდან მიმავალ ბულგარეთის მოქალაქეებს, რეზიდენტებს და მათი ოჯახის წევრებს, რომელთაც ქვეყანაში შემოსასვლელად აუცილებლად უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათში გაკეთებული უარყოფითი PCR ტესტის პასუხი, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა ჩატარებული ვაქცინაციის სრული კურსი“, - აღნიშნულია განცხადებაში.