საზოგადოება

საქართველოს მთავრობამ ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ
ქარსაფარი ზოლების
ინვენტარიზაციის
სახელმწიფო პროგრამა
დაამტკიცა
1623664349
დაკოპირებულია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამა“ ითვალისწინებს, საქართველოში არსებული ქარსაფარი ზოლების იდენტიფიცირება-ინვენტარიზაციასა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქვეყანაში არსებული ქარსაფარი ზოლის ტერიტორიების იდენტიფიცირება და მათი ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერა, ასევე აღნიშნულ ტერიტორიებზე შემორჩენილ ქარსაფარ ზონებში არსებული მერქნიანი მცენარეების სახეობრივი შემადგენლობის და ხნოვანებითი სტრუქტურის განსაზღვრა, რათა შემდგომში განხორციელდეს ქარსაფარი ზოლების რეგისტრაცია, რეაბილიტაცია და აღდგენა/გაშენება.

პროგრამის ფარგლებში ინვენტარიზაციას დაექვემდებარება, როგორც მწვანე ნარგაობებით დაკავებული ქარსაფარი ზოლები, ასევე ქარსაფარი ზოლების ის ტერიტორიები, სადაც მთლიანად ან ნაწილობრივ არის განადგურებული მწვანე ნარგაობები ან/და სახელმწიფო უწყებებში დაცული დოკუმენტების მიხედვით დგინდება, რომ მიწის ნაკვეთი ან/და მისი ნაწილი წარმოადგენდა ქარსაფარ ზოლს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სამინისტროს ცნობით, ქარსაფარი ზოლების ფუნქცია ნიადაგის ქარისმიერი ეროზიისგან დაცვა და მისთვის ნაყოფიერების შენარჩუნებაა. დეგრადირებული ნიადაგი ხანგრძლივი დროით გამოდის სასოფლო-სამეურნეო ბრუნვიდან და სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში კვლავ გამოყენებისთვის სპეციალური ღონისძიებების გატარებას მოითხოვს.

მათი თქმით, პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფს ს.ს.ი.პ. მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით.

ინფორმაციისთვის, პროექტის შესაბამისად, ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია დაიწყება 2021 წელს და მისი დასრულება დაგეგმილია 2025 წლისთვის. 2021 წელს ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია განხორციელდება კახეთის რეგიონის შერჩეულ მუნიციპალიტეტში.

ექიმი ნანა გეგეჭკორი

„თავყრილობები და პრევენციის წესების უგულ...

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი საქართველოში გაუარესებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ეხმაურება. მისი თქმით, ასეთ რთულ ეპიდემიოლოგიურ პირობებში დიდი თავყრილობები და პრევენციის წესების უგულებელყოფა მკვლელობაში თანამონაწილეობაა.

1628003327

დიდუბის რაიონის გამგეობა თევდორე მღვდლის ქუჩის N13-ში ავარიულ საცხოვრებელ სახლს ამაგრებს, რომელშიც 56 სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

1628004819

სენაკში პარტია ,,საქართველოსთვის“ ახალი ოფისის გახსნის შემდგომ გიორგი გახარიამ მედიის შეკითხვებს უპასუხა. გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თბილისის მერობის კანდიდატზე პარტიას გადაწყვეტილება არ მიუღია და ამ საკითხზე მუშაობს.

1628004080

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეუძლებელია ენდო იმ სოციოლოგიურ კვლევას, რომელიც ყველა წინა შემთხვევაში 20-25, ხანდახან კი 30%-ითაც კი ცდებოდა რეალურ შედეგს. ასე გამოეხმაურა ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებს.

1628002812

„ეს წარმოუდგენელი ამბავია. გახარიას პარტიას უხარია, რადგან მათთვის 9% ძალიან მაღალია და ეს გაყალბებული მონაცემების შედეგია“, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

1628002471
„ქართული ოცნების“
აღმასრულებელი მდივანი
მამუკა მდინარაძე, პარტია
„საქართველოსთვის“
დამფუძნებელი გიორგი
გახარია Pia.ge

გახარია ამბობს, რომ წარსულზე არ ისაუბრებს, მა...

„თუ გიორგი გახარია საუბრობს ღირსებაზე და ამბობს, რომ წარსულზე საუბარი არ სურს, მაშინ გაიხსენოს, რაც იკადრა რამდენიმე კვირის წინ, როდესაც თქვა, რომ 20 ივნისს პარლამენტარები კურდღლებივით დაიმალნენ. ოღონდ ეს კი არ მოყვა, არამედ მოიტყუა კიდეც. ანუ წარსულზე კი არ ისაუბრა, არამედ ტყუილი მოიგონა და ასეთი რამ აკადრა ყოფილ თანაგუნდელებს და პირადად მეც“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ირანი შეეცდება შეწყვიტოს აშშ-ის ტირანულ...

ირანის მოქმედმა პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისმა განაცხადა, რომ ის აშშ-ის მიერ დაწესებული „ტირანული“ სანქციების მოხსნისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

1627995155
„ქვეყანაში უამრავი პრობლემები გროვდება მ...

„იმ მომენტში როდესაც საქართველომ თავის ნებაზე მიუშვა დელტა შტამი და ამით ტკბება. იმ უამრავ დამატებით პრობლემაზე (ინფიცირებულებზე აღარ არის ლაპარაკი) არც კი არის საუბარი, რასაც კოვიდი იწვევს და რა მძიმე შედეგები მოჰყვება ყველაფერ ამას“, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი საკუთარ Facebook-ის გვერდზე წერს.

„დიახ, ღია წერილით მივმართეთ რუსეთის ფედ...

„უნდა ვიხელმძღვანელოთ ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია არამტრული რეჟიმი რუსეთთან“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.