საზოგადოება

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზა
1623863937
დაკოპირებულია

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს. კომპანია უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის არ შეშვებასთან დაკავშირებით.

„საქართველოს რკინიგზაში სახელმწიფო აუდიტი შემოწმებაზე შემოსული იყო 2016 წელს, პარალელურად კი „აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ბუნდოვანი ნორმის გამო, საქართველოს რკინიგზის როგორც არაპირდაპირი სახელმწიფო საწარმოს სახელმწიფო აუდიტის ქვემდებარეობასთან დაკავშირებით, კომპანიასა და აუდიტს შორის მიმდინარეობდა დამაზუსტებელი სამართლებრივი პროცედურები.

მიუხედავად სამართლებრივი პოზიციების განსხვავებისა, რკინიგზას არ შეუშლია ხელი აუდიტის ჩატარებისთვის. საბოლოოდ, სასამართლოს მიერ ბუნდოვანი ნორმა განიმარტა 2019 წელს. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზის კომპლექსურ ყოველწლიურ აუდიტს ატარებს დიდი ოთხეულის წევრი ისეთი რეპუტაბელური და მაღალკვალიფიციური აუდიტორული კომპანია როგორიც არის KPMG და აღნიშნულ დასკვნებს კომპანია საჯაროდ ხელმისაწვდომს ხდის საკუთარი ვებ-გვერდის მეშვეობით, არარელევანტურია

აღნიშნულ საკითხზე აპელირება. მით უფრო, რომ საქართველოს რკინიგზა 2018 წლიდან დღემდე არ ყოფილა გათვალისწინებული შესამოწმებელი კომპანიების სიაში. საქართველოს რკინიგზა გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან და მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია მომართვის შემთხვევაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ექიმი ნანა გეგეჭკორი

„თავყრილობები და პრევენციის წესების უგულ...

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი საქართველოში გაუარესებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ეხმაურება. მისი თქმით, ასეთ რთულ ეპიდემიოლოგიურ პირობებში დიდი თავყრილობები და პრევენციის წესების უგულებელყოფა მკვლელობაში თანამონაწილეობაა.

1628003327

ნიუ-იორკში კორონავირუსზე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სხვადასხვა სივრცეებში როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის სავალდებულო ხდება.

1628007869

ვაშინგტონში პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცენტრში სროლაა, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

1628005921

დიდუბის რაიონის გამგეობა თევდორე მღვდლის ქუჩის N13-ში ავარიულ საცხოვრებელ სახლს ამაგრებს, რომელშიც 56 სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

1628004819

სენაკში პარტია ,,საქართველოსთვის“ ახალი ოფისის გახსნის შემდგომ გიორგი გახარიამ მედიის შეკითხვებს უპასუხა. გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თბილისის მერობის კანდიდატზე პარტიას გადაწყვეტილება არ მიუღია და ამ საკითხზე მუშაობს.

1628004080
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარე
მამუკა მდინარაძე Pia.ge

მამუკა მდინარაძე: რამდენად უნდა ვენდოთ კვლევა...

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეუძლებელია ენდო იმ სოციოლოგიურ კვლევას, რომელიც ყველა წინა შემთხვევაში 20-25, ხანდახან კი 30%-ითაც კი ცდებოდა რეალურ შედეგს. ასე გამოეხმაურა ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებს.

„ჩემთვის ამ ციფრებს არანაირი მნიშვნელობა...

ექსპრემიერი გიორგი გახარია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ წინასაარჩევნო კვლევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევა მოქალაქეებთან შეხვედრაა.

ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი

3 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.1048 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1042 ლარი იყო.

„ირანი შეეცდება შეწყვიტოს აშშ-ის ტირანულ...

ირანის მოქმედმა პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისმა განაცხადა, რომ ის აშშ-ის მიერ დაწესებული „ტირანული“ სანქციების მოხსნისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.