საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქოს შენობა
1622960341
დაკოპირებულია

საპატრიარქოს განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის შესვლასთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე მათთვის არავის მიუმართავს და იგი მასმედიის საშუალებით გახდა ცნობილი, რის გამოც პროცესში მოგვიანებით ჩაერთვნენ.

„1. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის შესვლასთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე ჩვენთვის არავის მოუმართავს და იგი მასმედიის საშუალებით გახდა ცნობილი. ამიტომაც მოგვიანებით ჩავერთეთ. ამჟამად ვითარება შეცვლილია. იქ სოცმუშაკები იმყოფებიან და ბენეფიციარებზე სადღეღამისო დაკვირვება ხორციელდება. ბავშვებთან მიმართებაში ეკლესია კვლავაც ითანამშრომლებს სათანადო უწყებებთან და ორგანიზაციებთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების დაცვით.

2. ამასთან ვაცხადებთ, რომ გავასაჩივრებთ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება ნინოწმინდის პანსიონიდან ბენეფიციართა გამოყვანის პროცესს, რადგან სასამართლოზე წარმოდგენილი არ ყოფილა შესაბამისი მტკიცებულებები იქ მყოფ არასრულწლოვნებზე უღირსი მოპყრობის და ძალადობის დამადასტურებელი ფაქტების შესახებ; აგრეთვე, პანსიონის ადმინისტრაციას და პერსონალს არ მისცემია შესაძლებლობა, დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია.

3. აუცილებელია, შესაბამისმა სამსახურებმა დროულად და ობიექტურად მოახდინონ გაჟღერებული ბრალდებების გამოძიება, რათა სამართლიანი შეფასება მიეცეს მოვლენებს.

4. ვთვლით, რომ პანსიონიდან ბენეფიციარების გაყვანის დაჩქარებული პროცესი არ შეესაბამება ბავშვების საუკეთესო ინტერესს, რადგან არ განხორციელებულა სოციალური მუშაკების მიერ იქ არსებული ამჟამინდელი ვითარების შეფასება და არც სათანადო დასკვნა დადებულა კომპეტენტური სპეციალისტების მიერ. ჩვენი პოზიციით, გადაყვანის დაუსაბუთებელი და ნაჩქარევი პროცესი მხოლოდ დააზარალებს აღსაზრდელებს და წინააღმდეგობაში მოდის მათი უფლებების სათანადო დაცვასთან.

5. მიგვაჩნია, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს თითოეული ბავშვის უფლება და უზრუნველყოფილი მიუმხრობელი და მათზე ორიენტირებული ინდივიდუალური გეგმის განხორციელება, რათა არ მოხდეს, ერთი მხრივ, არასრულწლოვანთა ტრავმირება და, მეორე მხრივ, მათი გამოყენება ანტიეკლესიური მიზანმიმართული კამპანიისათის,“ - წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, ორგანიზაცია, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოვლინდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 მეუფე ნიკოლოზი არ გამორიცხავს, პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ

👉 სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო - PHR

ათენში ტყის ხანძრებს
ებრძვიან - ათასობით
ადამიანი სახლებს ტოვებს

ათენში ტყის ხანძრებს ებრძვიან - ათასობით...

ათენში ტყის ხანძარი გაჩნდა, ცეცხლმა საცხოვრებელ ადგილებამდე მიაღწია, - ამის შესახებ apnews-ი იუწყება.

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ქალაქის ძლიერ გამაგრებულ „მწვანე ზონასთან“ ახლოს, სამთავრობო შენობების და უცხოური საელჩოების ადგილას აფეთქება და სროლა მოხდა, რომელსაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

1628019009

ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრი საბერძნეთში გავრცელებული ხანძრების გამო იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს.

1628017672

„კორონავირუსის ბევრი მუტაცია არსებობს, მაგრამ მათგან ყველაზე გამორჩეული მისი დელტა ვარიანტია“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ სტუმრობისას განაცხადა.

1628015887
ცესკომ თავმჯდომარის
მოადგილედ ოპოზიციური
პარტიის მიერ დანიშნული
წევრი პირველად აირჩია

ცესკომ თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციური პარტ...

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) დღეიდან მუშაობას სრული, 17 წევრის შემადგენლობით იწყებს. ახალი შემადგენლობით კომისია დღეს პირველად შეიკრიბა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

„ეს დოკუმენტი ამოწურული არაა“ - სალომე ზ...

„მიმაჩნდა და მიმაჩნია რომ ეს პროცესი, რომელი დგას ამ დოკუმენტის მიღმა, მიზნები, რომლებსაც ეს დოკუმენტი ისახავს და პრინციპი, რომელსაც ეს დოკუმენტი ეფუძნება, ამოწურული არაა და წარმოადგენს იმ გზას, რომელიც ამ ქვეყანამ უნდა გაიაროს“, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტზე და მის ანულირებაზე საუბრისას განაცხადა.

ნიუ-იორკში ვაქცინაციის დამადასტურებელი დ...

ნიუ-იორკში კორონავირუსზე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სხვადასხვა სივრცეებში როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის სავალდებულო ხდება.

სროლა პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცე...

ვაშინგტონში პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცენტრში სროლაა, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.