საზოგადოება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თურქულ ENKA-სთან ითანამშრომლებს

საქართველოს ტექნიკურ
უნივერსიტეტში 2019-2020
სასწავლო წლის შედეგები
შეაჯამეს
1600770574
დაკოპირებულია

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის განმახორციელებელ კომპანია ENKA Renewables-ს შორის, 2020 წლის ბოლომდე, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმში გათვალისწინებული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა კორპორაცია ENKA-ს პრაქტიკული გამოცდილების ელემენტების ასახვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებში, სტუდენტთა სასწავლო და წინასადიპლომო პრაქტიკის ორგანიზება-განხორციელება და სხვ.

სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები და პერსპექტივები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის ხელმძღვანელ ბარან ოზგენთან შეხვედრისას განიხილა.

შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ელენე ღუბიანური, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი ზურაბ გვიშიანი, სტუ-ის სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დევი ხვედელიანი და რექტორის მრჩეველი თამარ ლომინაძე.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სამივე საფეხურის სტუდენტები, კორპორაცია ENKA-ს მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ სამშენებლო მოედანზე მიმდინარე პროცესებში. შესაძლებელი ხდება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება თურქეთის წამყვან სასწავლო და საგანმანათლებლო ორგანიზაციებში, მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიებშიც. ჩვენ მზად ვართ აქტიური თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. თურქული კორპორაცია ENKA (ENKA İnşaat ve Sanayi A.Ş.) პროექტის ძირითადი ინვესტორი და 90%-იანი წილის მფლობელია. ENKA, ძირითადად, ინჟინერიის, მშენებლობისა და ენერგეტიკის დარგებში ოპერირებს და ამჟამად, მსოფლიოს 64 ქვეყანაში 20 000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მდგრადი განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ENKA-მ შექმნა და აფინანსებს სამ სკოლას, რომელშიც ჯამში, 2800-მდე მოსწავლე სწავლობს. მათგან ორი - მოზარდებს პროფესიულ ტექნიკურ განათლებას აძლევს.

17 სექტემბერი

რუსეთის საპარლამენტო არჩევნები, ცნობილი...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 17 სექტემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

„ჩვენი დეოკუპაცია გადის ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631915789

ინდექსაციის სისტემა, რაც ჩვენ შემოვიღეთ, მოაგვარებს იმ პრობლემას, რაც უკავშირდება პენსიების მუდმივად მატება-არ მატების საკითხს და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631915403

„ინფორმაცია მაქვს, რომ ლგბტ ორგანიზაციის წევრებს თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდათ, პოლიციას დათანხებოდნენ, რომ უსაფრთხოების მიზნით მარშის ლოკაცია შეეცვალათ, მაგრამ სააკაშვილის საზოგადოება „სირცხვილიას“ დაჟინებული მოთხოვნით და მათი წახალისებით მათ ბოლო მომენტში გადაწყვიტეს, რომ უნდა ჩაევლოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631914933

„აზერბაიჯანელებს ბრძენი ლიდერი ჰყავთ, რომელიც საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე და საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631914592
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი საფრენი
აპარატების ახალ
საამწყობო საწარმოში

ირაკლი ღარიბაშვილი - მე რომ მივედი თავდაცვის...

„ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა - ჩემთვის დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი თავდაცვის მინისტრი ჩვენი ქვეყნის და ჩვენს ღირსეულ ჯარს ვემსახურე. მჯერა, რომ არ ერთ წელიწადში ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ. ის საქმეები, რომელიც ბოლო 30 წელია არ გაკეთებულა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი - მშპ-ის 12,2% რეალურ...

„ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და უპრეცედენტო ზრდა გვაქვს რეგიონში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პ...

„შარლ მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლიტიკური შეთანხმების გაფორმება და პოლარიზების შემცირება, 100 დღე ველოდეთ ოპოზიციას, რომლებიც აგრძელებდნენ საბოტაჟს, გვაყენებენ შეურაცხყოფას ჩვენ, პრეზიდენტ მიშელს, ამერიკის მთავრობას და შეთანხმებას არ აწერდნენ ხელს, ამიტომ გავედით შეთანხმებიდან და აღვადგინეთ ჩვენი დარღვეული უფლებები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი, აქ გა...

„მე პირადად არასოდეს გავურბივარ არც ერთ კრიტიკულ კითხვას, რამდენიმე ათეული წუთით ვჩერდები მედიასთან და ყველა კითხვას, მათ შორის ამ პარტიული ტელევიზიების კითხვებს ვპასუხობ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.