მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში ამინდი გაუარესდება

ძლიერი ქარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 21 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ელჭექი.

18 ოქტომბერს ტემპერატურა +15, +20, ხოლო 19-20 ოქტომბერს +12, +17 გრადუსი იქნება. დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.

ამინდი დედაქალაქში 👇

თბილისში 18 ოქტომბრიდან წვიმიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 18 ოქტომბერს 20, +22 გრადუსი, ხოლო 19-20 ოქტომბერს +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.