მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სახალხო დამცველს გააჩნია საკუთარი მანდატი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს აღსრულებული - ტიკარაძე

ეკატერინე ტიკარაძე

„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მოლოდინები ახალ ხელმძღვანელთან მიმართებით და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ყველა იმ საჭირო მოთხოვნას, რომელიც დაიცავს ბავშვების ინტერესებს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით, სახალხო დამცველს გააჩნია საკუთარი მანდატი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს აღსრულებული.

„დამატებითი გაცნობა მიმდინარეობს ყველა იმ საჭიროებაზე, რომელიც ნინოწმინდაში არის ჩვენ საპატრიარქოსთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რათა მოხდეს ბავშვების შესაბამის პირობებში გადაყვანა, რაც მცირე საოჯახო ტიპის საცხოვრისებს გულისხმობს, რასთან დაკავშირებითაც არაერთი შეხვედრა გაიმართა.

სახალხო დამცველს გააჩნია საკუთარი მანდატი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს აღსრულებული. ჯანდაცვის სამინისტროსა და ზრუნვის სააგენტოს მხრიდან არასდროს არ ყოფილა ხელშეშლა. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მოლოდინები ახალ ხელმძღვანელთან მიმართებით და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ყველა იმ საჭირო მოთხოვნას, რომელიც დაიცავს ბავშვების ინტერესებს“, - აცხადებს ტიკარაძე.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ბოდბელი მიტროპოლიტი, მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს.

პანსიონატში ამ დროისთვის 23 ბავშვი რჩება. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ნინოწმინდის პანსიონატიდან 30 ბავშვის გაყვანა უზრუნველყო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

მეუფე იაკობი: ნინოწმინდის პანსიონში დარჩება 19 აღმზრდელი, მეტის საჭიროება აღარ არის

„თუ დარღვევები იქნება, გადაწყვეტილებას მივიღებ, არ დამჭირდება ვინმესთან შეთანხმება“ - მეუფე იაკობი ნინოწმინდის ბავშვთა სახლზე

„თუ ბავშვების გაყვანის პროცესი შეჩერდება, მონიტორინგს დაუყოვნებლივ განვახორციელებთ“ - ლომჯარია ნინოწმინდაზე