მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ნინოწმინდის პანსიონატში აგრძელებს მუშაობას

ნინოწმინდა ბავშვთა სახლი

ამ ეტაპზე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ, ბავშვების საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, პანსიონატიდან 20 არასრულწლოვნის გამოყვანა უზრუნველყო, რომელთა შორის 7 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია.

სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც სოციალური მუშაკებითა და ფსიქოლოგებით არის დაკომპლექტებული, უკვე 3 დღე-ღამის განმავლობაში ნინოწმინდის პანსიონატში მუშაობენ. ისინი არასრულწლოვნების მდგომარეობას, მათი განვითარებისა და ფსიქო-ემოციური ფონის თავისებურებებს ადგილზე აფასებენ.

ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებითა და დაცვით, ნინოწმინდის პანსიონატიდან გამოყვანილი არასრულწლოვნები ზრუნვის სხვადასხვა ფორმაში არიან განთავსებული, როგორიც არის: ბიოლოგიური ოჯახი, მცირე საოჯახო ტიპის სახლი და მინდობით აღზრდა. აღნიშნული ღონისძიებები სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს კოორდინირებული მუშაობით განხორციელდა.

ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები ადგილზე რჩებიან და აგრძელებენ მუშაობას.

ინფორმაციისთვის, სახალხო დამცველი ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოვლინდა.

მეუფე სპირიდონის გადაწყვეტილებით, სახალხო დამცველსა და მისი აპარატის თანამშრომლებს ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მონიტორინგის მიზნით შესვლა ეკრძალებათ.

საპატრიარქო ნინოწმინდის პანსიონში შესაძლო დანაშაულების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის გასაჯაროებას სთხოვს.

მათ პანსიონატიდან უკვე გამოიყვანეს 6 ბავშვი და მიმდინარეობს მუშაობა კიდევ 10 ბავშვის გამოსაყვანად.

იხილეთ აგრეთვე:

✅მეუფე ნიკოლოზი არ გამორიცხავს, პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ

✅სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო - PHR

✅ჯანდაცვის სამინისტრო პანსიონის არასრულწლოვნების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერებთან დაკავშირებით შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს