საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი ჯანმოს გენერალურ დირექტორს შეხვდა

პრეზიდენტი ჟენევაში
ჯანმრთელობის მსოფლიო
ორგანიზაციის გენერალურ
დირექტორს შეხვდა
1634214070
დაკოპირებულია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟენევაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს ტედროს ადანომ გებრეიესუსს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრისას საქართველოში მოსახლეობაში ვაქცინაციის ტემპის გაზრდის საჭიროებაზე, კოვიდ 19-ის სამკურნალო და თერაპიული საშუალებების ხელმისაწვდომობაზე, ჯანდაცვაში ციფრული ტექნოლოგიებისა და ტელემედიცინის გაძლიერებისა და განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორის განცხადებით, დღეს უკვე გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ ვაქცინაცია იცავს მძიმე დაავადების განვითარებისა და ფატალური შედეგებისგან.

ტედროს ადანომ გეიბრეიესუსმა აღნიშნა, რომ საქართველოს და ჯანმოს წარმატებული თანამშრომლობის ისტორია აქვთ და სამომავლო მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას ვაქცინაციისაკენ მოუწოდა.

აღნიშნული მოწოდება საქართველოს პრეზიდენტმა ჟენევაში დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან ტედროს გებრეიესუსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„დღეს აქედან, ჟენევიდან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მოსახლეობას, რომ აცრა აუცილებელია! პანდემია არსად გაქრება, ამიტომ ჯობია, რომ ჩვენ ყველა საჭირო ზომა მივიღოთ, და ეს აცრით იწყება.

დღევანდელ დღეს ჩვენ საქართველოში 4 212 ახალი შემთხვევა აღინიშნა. ეს ნიშნავს, რომ პანდემია გრძელდება და შეიძლება რაღაც მატებაც იყოს. აცრა აუცილებელია ყველასათვის და პირველ რიგში, იმ ადამიანებისთვის, ვინც ჯანდაცვის სექტორში და სკოლებში მუშაობს, მასწავლებლებისა და სხვებისათვის. თუ გვინდა, რომ ბავშვებმა გააგრძელონ (და ყველას ეს ძალიან გვინდა) სკოლებში სიარული და არ ვიყოთ იძულებული ახალი რეგულაციები შემოვიტანოთ, აუცილებელია, რომ ჩვენ ყველა ვიყოთ პასუხისმგებელი. აცრა და პირბადე, პირბადე და აცრა!"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

👉 გაართულებს თუ არა რეგულაციების მოხსნა ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას? - ეპიდემიოლოგების განმარტება

👉 ვაქცინაციის დაბალმა ტემპმა, „ყბადაღებული“ მეხუთე ტალღის დაწყებაც კი შეიძლება გამოიწვიოს - თენგიზ ცერცვაძე

👉 „რამდენიმე დღეა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესებულია“ - ინფექციონისტი

👉 ორი ვირუსი ერთდროულად სიკვდილის რისკს აორმაგებს - ჯენი ჰარისი

სააკაშვილი უკრაინულ
გაზეთს პასუხობს

„ჩხრეკას ვერ ვიხსენებ, თვითონ ამოვალაგე...

„ჩხრეკას ვერ ვიხსენებ. თვითონ ამოვალაგე ჯიბიდან ნივთები - პოლიციელები ძალიან მოწიწებით მეპყრობოდნენ, მოახლოებასაც ვერ ბედავდნენ“ - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მსჯავრდადებულმა მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველთან“ წერილობით ინტერვიუში აღნიშნა.

„ჩვენ ვართ ძალა, რომელიც ადამიანებისგან შედგება და ადამიანს, რა თქმა უნდა, მმართველობისას შეიძლება, მოუვიდეს შეცდომა“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

1634412996

მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების ინფორმაციით, 15 ოქტომბერს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში, მუშა დაშავდა, რომელიც 16 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

1634412630

გიგი უგულავა იზოლაციის წესების დარღვევისთვის 2 000 ლარით დაჯარიმდა.

1634409865

დიდ დიღომში, თავდადებულის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

1634405135
დედის რძეში კორონავირუის
შემდეგ ანტისხეულები 10
თვის განმავლობაში რჩება

დედის რძეში კორონავირუსის შემდეგ ანტისხეულები...

„კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ ანტისხეულები დედის რძეში სულ მცირე ათი თვის განმავლობაში რჩება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარდიანი ავრცელებს.

1634404573
ედიშერ გვენეტაძე: რუსთავის ციხესთან სპონ...

„რუსთავის ციხესთან სპონტანურად ჩატარებულმა დღევანდელმა აქციამ მკაფიოდ უჩვენა მტერს და მოყვარეს, რომ არავინ არ აპირებს კაცისმკვლელთა, ადამიანების გამაუპატიურებელთა, მწამებელთა ბელადის ნიანგის ცრემლების ღვრის გულზეხელდაკრეფილი ყურებას!” - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციას.

მიზანმიმართული თუ არ არის, ბოდიში მაინც...

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი გიორგი თუხარელი „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ანონსს ეხმაურება, რომლის თანახმად ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა და გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ წამყვანმა ნოდარ მელაძემ გადაცემის ანონსში განაცხადა, რომ პირი, რომელიც შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს ბათუმის ტრაგედიის პერიოდში გვერდში ედგა, ბიზნესმენი გია ჭყონია იყო, თუმცა, აღნიშნული პიროვნება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი გახლდათ.

საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორ...

საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ოფიციალურად ამოქმედდა ე.წ. დიაგონალური კუმულაცია, რაც საშუალებას იძლევა საქართველოში თურქული ნედლეულით წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით განხორციელდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.