საზოგადოება

სამგორის რაიონში რიგის პარკის რეაბილიტაცია დასრულდა

სამგორის რაიონში რიგის
პარკის რეაბილიტაცია
დასრულდა
1632674351
დაკოპირებულია

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, კერძოდ, ვარკეთილის I მიკრორაიონში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე რიგის პარკის რეაბილიტაცია დაასრულა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ნაწილობრივ განახლდა მიმდებარედ არსებული ერთკილომეტრიანი ბულვარიც. ორივე რეკრეაციული სივრცის ფართობი ჯამში 5 ჰექტარს შეადგენს. განახლებული პარკი დღეს, თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.

მისი თქმით, მსგავსი პროექტები ყველა რაიონში და უბანში განხორციელდება.

„კიდევ ერთი პროექტი დასრულდა. რიგის პარკი მთლიანად მოწყობილი და განახლებულია. ძალიან მიხარია, რომ ამდენ კმაყოფილ ადამიანს ვხედავ. ეს სივრცე იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ჩვენი დაპირება იყო, რომ მთლიანად იქნებოდა მოწესრიგებული. დღეს ვარ ბედნიერი ადამიანი, რომ შემიძლია გავხსნა ყველანაირად კეთილმოწყობილი და მოწესრიგებული პარკი“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ტერიტორიაზე მოეწყო საბავშვო და სპორტული მოედნები, ფანჩატურები, საფეხმავლო ბილიკები, ვიდეო მეთვალყურეობისა და სარწყავი სისტემები; განთავსდა საბაღე ფურნიტური და სასმელი წყლის შადრევნები. რეკრეაციულ სივრცეს დაემატა გამწვანებული თარგები და გაიზარდა მწვანე საფარის მოცულობა.

დაირგო 728 ძირი ხე და 486 ძირი ბუჩქი, 20 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო და დაითესა ბალახი. პარკის ცენტრალურ ნაწილში, მედიათეკის მიმდებარედ განთავსდა მუსიკალური შადრევანი.

ამ ეტაპისათვის განხორციელებული სამუშაოების სრული ღირებულება 5 100 000 ლარს შეადგენს.

2022 წლისთვის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ბულვარის დარჩენილი 2 ჰექტარის რეაბილიტაციასაც განახორციელებს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 3 000 000 ლარს შეადგენს.

რიგის პარკში მერთან ერთად იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რევაზ სოხაძე.

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

1634323883

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

1634323251

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1634323058
თბილისის მერი კახა კალაძე
Pia.ge 2021

კახა კალაძე: მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემა...

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რაშიც ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პირს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდ...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან საპ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს საპატიმროში სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს. ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.