მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამსუნგის Bespoke მაცივარი - შექმნილია შენთვის, შენს მიერ

სამსუნგის Bespoke მაცივარი - შექმნილია შენთვის, შენს მიერ

საოჯახო მოწყობილობები იშვიათად გვთავაზობს განსაკუთრებულ დიზაინსა თუ ფერებს ჩვენი სამზარეულოსთვის, თუმცა სამზარეულო დამთანხმებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ოთახია სახლში; Samsung მიზნად ისახავს შეცვალოს სტანდარტული მიდგომები Bespoke Appliance ინიციატივით.

სწორედ ამისი ნათელი მაგალითია Bespoke მაცივარი, რომელიც ინოვაციური და ახალი სიტყვაა საოჯახო ტექნიკის წარმოებაში. კორეული გიგანტისათვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო მომხმარებელთა აზრი და უკუკავშირი. ეს პროდუქტიც შეიქმნა სწორედ იმისათვის, რომ ტექნიკა კიდევ უფრო მეტად გამოხატავდეს მომხმარებლის სურვილებს, ერგებოდეს მის ინტერესებსა და გემოვნებას - Bespoke მაცივარი არის შექმნილი შენთვის, შენს მიერ.

ამ მაცივარს აგრეთვე მაცივარ-კონსტრუქტორსაც უწოდებენ. იგი აღჭურვილია სამსუნგის უახლესი და თანამედროვე ტექნოლოგიებით, როგორიცაა SpaceMax და MetalCooling. თუმცა BESPOKE_ის მთავარი უპირატესობა მისი დიზაინია, რომელსაც თავად ირჩევ; ახლა მხოლოდ თავად წყვეტ, რომელი ფერებით თუ ფაქტურით გაალამაზო შენი სამზარეულოს ინტერიერი. მაცივარი აღარაა მხოლოდ პროდუქტების შესანახი სივრცე, ის უკვე შენი გამოხატვის ელემენტია.

როგორ არის შესაძლებელია მაცივრის საკუთარი გემოვნებით აწყობა?

პირველ რიგში, შეგიძლია შეარჩიო შენთვის სასურველი ერთი, ორი ან მეტი სამაცივრე თუ საყინულე განყოფილება; შეგიძლია გააერთიანო ან გაყო შენი მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად. შემდეგ, აირჩიე სასურველი ფერისა და ფაქტურის პანელი - იქნება ეს პრიალა თუ მატი მინა; ფერების კატალოგის ნახვა შესაძლებელია სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში, ან სამსუნგის გლობალურ ვებგვერდზე. დიზაინის აწყობისას შესაძლებელია სხვადასხვა ფერის კარები დაუმაგრდეს მაცივარს, ან იყოს სადა ფერში - ისე როგორც სამზარეულოს ინტერიერს მოუხდება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სამზარეულოს დიზაინის შეცვლას გადაწყვეტ თავისუფლად შეგეძლება მაცივრის ახალი ფერების შერჩევა.

სამსუნგმა შექმნა საოჯახო ტექნიკის ახალი ეპოქა და მათმა განსაცვიფრებელმა დიზაინმა შთააგონა მომხმარებლები მთელ მსოფლიოში. ახლა, Bespoke ხაზის ყიდვა უკვე საქართველოშიც არის შესაძლებელი. ეწვიე სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების - ალტა და ელიტ ელექტრონიკსის მაღაზიათა ქსელებს და ააწყე შენთვის სასურველი და უნიკალური Bespoke მაცივარი.