მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ავტომაგისტრალი

აბაშა-გაღმა კოდორი-გულეისკირი-ჯაპანას საავტომობილო გზის 1 კმ. სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო, რომელიც სამტრედია-გრიგოლეთის ახალ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს შეუერთდება.

აღნიშნულს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მიწის, ექსკავაციისა და ფრეზირების სამუშაოები მიმდინარეობს.

"აღნიშნული მონაკვეთის, სამტრედია-ლამჩხუთი-გრიგოლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალთან დაერთება უზრუნველყოფს, არსებული საავტომობილო გზიდან სატრანზიტო მოძრაობის გადართვას, ახლად აშენებული სამტრედია-გრიგოლეთის მეორე (სიგრძით 14 კმ) მონაკვეთზე ლანჩხუთამდე. სამტრედია-გრიგოლეთის გზის, ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთზე მოძრაობის გახსნა მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება.  რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, საავტომობილო ტრანსპორტის ძირითადი ნაწილი არ გამოიყენებს ჯაპანას სარკინიგზო გადასასვლელს, რომელიც მნიშვნელოვნად აფერხებს საავტომობილო მოძრაობას და გვერდს აუვლის სოფლების ჟაპანა, ქვიანი, ჭყონაგორა, ნიგოითი, ზემო და ქვემო შუხუთის მჭიდროდ დასახლებულ მონაკვეთებს, რითაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესდება ამ სოფლების მაცხოვრებელთა საყოფაცხოვრებო, ეკოლოგიური და უსაფრთხოების პირობები", - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინასდება და მისი ღირებულება 997777 ლარია.

სამუშაოები  მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.