მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სანამ ნეოკომუნისტური აზროვნება არ გაქრება, არაფერი გვეშველება - პეტრე ცაავა

ყოფილი მღვდელმთავარი

„სუსის მიერ სასულიერო პირებზე ჩანაწერების მომზადება არჩევნებს უკავშირდება“ - ამის შესახებ მეუფე პეტრე ცაავამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

„წინასაარჩევნოდ გაოგნებული ვიყავი რამდენიმე სასულიერო პირის პოზიციით. ვფიქრობდი, რა დონეზე ჰყავს ხელისუფლებას ალბათ მძევლად, რომ ამას აკადრებინებს, რა დონეზე არიან მძევლად, რომ დუმან ამ უსამართლობის გამო რაც საქართველოში ხდება. ანტიქრისტიანული რეალობა მაქვს მხედველობაში.

როდესაც ნაკლებია ნდობა, მაშინ დიდია რეპრესია, ანუ როდესაც ხელისუფლება გაკოტრდა, განსაკუთრებით 2020 წლის არჩევნების შემდეგ და აბსოლუტური ნდობა დაკარგა, რეპრესიული მანქანა უფრო მეტად ამუშავდა, მათ მოინდომეს თავის უფრო მეტად გადაზღვევა.

შეიძლება იყო მოთხოვნა, რომ პირადად პატრიარქი გამოსულიყო ან განცხადება გაეკეთებინა და ღიად დაეჭირა მხარი ხელისუფლებისათვის. ხელისუფლება და კრემლი ხედავს, რომ ხალხს არ აქვს ნდობა და დაკარგულია მათი დასაყრდენი. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის ეკლესია, თუმცა ისიც გაშიშვლებული, გაკოტრებული, მხილებული“, - აცხადებს მეუფე პეტრე ცაავა.

როგორც მეუფე აღნიშნავს, შესაძლოა იყო შიდა დაპირისპირება, რომელსაც არ გამორიცხავს. ასევე, დასძენს რომ ხელისუფლებამ, ყველაფერი იცის იმის შესახებ, რაც ეკლესიაში ხდება.

„ჩემთან აღსარების დონეზე, მათ შორის სპეცსამსახურის თანამშრომლებს უთქვამთ, რომ გულის არევამდე მივსულვარ, როცა ჩანაწერი მომისმენია, სასულიერო პირზე უთქვამთ ან პირადად მინახავსო. გულის ამრევია სასულიერო პირების, მაღალი იერარქიის ქმედებები, ეს უნდა გაიგოს ქართველმა ერმა.

საშინელებაა სასულიერო პირებში - ნარკომანია, მრუშობა, პედოფილია, მამათმავლობა და ა.შ. სანამ ნეოკომუნისტური აზროვნება არ გაქრება, მანამ სანამ აღმაშენებლისეული და გამსახურდიასეული მიდგომა არ გვექნება, არაფერი გვეშველება“, - აღნიშნავს პეტრე ცაავა.

ინფორმაციისთვის, 12 სექტემბერს ინტერნეტში საიდუმლო ფაილები გავრცელდა, სადაც სხვა ინფორმაციასთან ერთად საუბარია ახალციხისა და კუმურდოს ეპისკოპოსზე, მიტროპოლიტ ნიკოლოზზე. გავრცელებული ფაილებით, მეუფე ნიკოლოზი რუსეთს ფულის სანაცვლოდ საქართველოს პატრიარქზე ლუგარზე ინფორმაციას აწვდიდა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 მეუფე ნიკოლოზი გამოქვეყნებულ ჩანაწერებზე

👉 არ მაღელვებს, მისმენდნენ

👉 უშიშროების სამსახური ახლაც უსმენს პოლიტიკურ ოპონენტებს და უთვალთვალებს ყველას