საზოგადოება

საპატრიარქო ანჩისხატთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო
1628001237
დაკოპირებულია

საქართველოს საპატრიარქო ანჩისხატთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს.

„მიმდინარე წლის 2 აგვისტოს შეხვედრა შედგა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ქალბატონ თეა წულუკიანსა და საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების ხელმძღვანელს, ეპისკოპოს ვახტანგს (ლიპარტელიანი) შორის.

განხილულ იქნა შ. ამირანაშვილის სახელობის მუზეუმის ოქროს ფონდთან დაკავშირებული საკითხი. მეუფე ვახტანგმა მინისტრს გააცნო საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან ოთხი წლის მანძილზე გაწეული საქმიანობის შედეგები და ეკლესიის ხედვა განსახორციელებელ ნაბიჯებთან მიმართებით.

დღევანდელი მდგომარეობით, ოქროს ფონდის განსათავსებლად გამოიკვეთა ორი სივრცე: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის მომიჯნავედ აგებული შენობა, რომელიც საჭიროებს მოსამზადებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარებას და ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმში საეკლესიო საგანძურის განსათავსებლად გამზადებული საგამოფენო დარბაზი და ფონდსაცავი.

გამოითქვა იმედი, რომ, ურთიერთთანამშრომლობით და კვალიფიციური მიდგომის შესაბამისად, იქნება დაცული, როგორც საეკლესიო საგანძური, ისე ხელოვნების სხვა ფასდაუდებელი ნიმუშები და, აქედან გამომდინარე, ქვეყნის საუკეთესო ინტერესები“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ პატრიარქი პრემიერს ანჩისხატის ხელოვნების მუზეუმიდან ტაძარში გადაბრძანების თხოვნით მიმართავს

მთავრობის
ადმინისტრაციასთან ირაკლი
ბებუას ოჯახმა საპროტესტო
აქცია გამართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან ირაკლი ბებუა...

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას ოჯახის წევრები და ახლობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ.

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ, 10-მდე სასულიერო პირი სამონაზვნო და სასულიერო დასიდან სრულად განკვეთა, - ამის შესახებ მან წირვის შემდეგ, ქადაგების დროს, მრევლს განუცხადა.

1632046182

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ეგრეთ წოდებული კრებსების თემაზე ისაუბრა.

1632042978

„ქართული ოცნების“ დედაქალაქის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალის და ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობასთან მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

1632040609

„კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები იკლებს“, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა.

1632039410
ახალქალაქში საწყისი
საბრძოლო მომზადების
ცენტრის იუბილეზე
რეკრუტებმა სამხედრო ფიცი
დადეს

ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრ...

19 სექტემბერი უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის დაარსების დღეა. იუბილე ცენტრის დისლოკაციის ადგილზე, ახალქალაქში, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ინვენტარით აღჭურვილი ბაზის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„წინა ხელისუფლების დროს არა მარტო უთვალთ...

ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტის მეუფე იოანე გამრეკელის განცხადებით, ფარული ჩანაწერების გავრცელება ეკლესიისა და მთავრობის დაპირისპირებას ისახავდა მიზნად.

NCDC განცხადებას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვაქცინაციისკენ მოწოდების შესახებ ბანერებზე ოპოზიციის საწინააღმდეგო პლაკატის განთავსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„დაიმახსოვრეთ, გახარია რუსეთზე მომუშავე...

პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია რუსეთის ინტერესებისთვის მუშაობს.