მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საპატრიარქო: არასწორია ინფორმაცია, თითქოს ეკლესია კორონავირუსს არ აღიარებდა 

საქართველოს საპატრიარქო

„ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ახალი კორონავირუსული ინფექციის (COVID-19) პირველი ტალღის დროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ აღიარებდა ვირუსის არსებობას, არ ემორჩილებოდა მთავრობისა და ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება“,- ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

რაც შეეხება ცალკეულ სასულიერო პირთა ინდივიდუალურ განცხადებებს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს განცხადებები არ გამოხატავს და ეწინააღმდეგება ეკლესიის საერთო და ოფიციალურ პოზიციას.

ამჯერად გთავაზობთ მნიშვნელოვან ამონარიდებს 2020 წლის 1 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ გავრცელებული მიმართვიდან.

„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მინდა მოგმართოთ, ჩვენო სულიერო შვილებო, და გთხოვოთ, მიიღოთ შემდეგი რჩევა, ვიდრე განსაცდელი გაივლის, შეასრულეთ სათანადო მითითებები:

ადამიანებთან ურთიერთობისას, მათ შორის, ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაიცავით დადგენილი დისტანცია;

სასულიერო პირებსა და ტაძრის მსახურთ, კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით, მიეცემათ დამატებითი რჩევები;

მორწმუნეთა ის ნაწილი, რომელიც ასაკის ან უძლურების გამო რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, აგრეთვე ისინი, ვინც განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენენ ვირუსით დასნებოვნების გამო, დარჩნენ სახლში. სურვილის ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მათ თავისი მოძღვარი ადგილზე ჩაუტარებს საჭირო მსახურებას და ლოცვით კანონსაც განუსაზღვრავს“,- აღნიშნულია განცხადებაში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🛑 კორონავირუსის კიდევ ერთი შტამი ეკვადორში აღმოაჩინეს

🛑 ეკატერინე ტიკარაძე: ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი 1%-ს შეადგენს

🛑 BioNTech აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოება 6 კვირაში შეუძლია