მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საპატრიარქო მიტროპოლიტი საბას შესახებ „მთავარი არხის“ სიუჟეტს ეხმაურება

ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა

საპატრიარქო 30 იანვარს ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბას (გიგიბერია) შესახებ გასულ სიუჟეტს ეხმაურება. 

საპატრიარქოს განცხადების თანახმად, სიცრუეა ტელეკომპანიის მიერ მეუფე საბას შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის წარსულში სასულიერო პირისთვის შეუფერებელი ბიზნეს საქმიანობით იყო დაკავებული.

„ამ სიუჟეტის ბოლოს მაყურებელს ამცნეს, თითქოს მიტროპოლიტი საბა, პატრიარქის ქორეპისკოპოსთან, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორესთან (ჭუაძე) ერთად, წარსულში სასულიერო პირისათვის შეუფერებელი ბიზნეს საქმიანობით იყო დაკავებული, რაც სრული სიცრუეა.

ზოგადად, სასულიერო პირების მიმართ სხვა დროსაც არაერთი ცილისწამება, მძიმე ბრალდება თუ სიუჟეტი გავრცელებულა. ეს სიუჟეტიც ამ სერიის გაგრძელებას წარმოადგენდა.

უკანასკნელ პერიოდში გაისმის სხვადასხვა ბრალდება, რომლებიც მოკლებულია რეალურ საფუძველს და რაც სამართლებრივად მნიშვნელოვანია - ფაქტობრივ მოცემულობას. ამგვარ განცხადებებში არ ჩანს ფაქტები, რომელთაც განცხადების გამავრცელებელი ეყრდნობა. შესაბამისად, ასეთი განცხადებები მიმართულია სასულიერო პირების არაქონებრივი უფლებების შელახვისკენ. თითოეული ასეთი ფაქტების გარეშე გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება და ცილს წამებს მათ“, - ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქოს პოზიციის, მედიასაშუალებები სასულიერო პირების უფლებებს ხშირად არღვევენ.

„აღნიშნული საკითხის არასრული და არასათანადო სამართლებრივი მოწესრიგების გამო, ცალკეული მედიასაშუალებები თავიანთ ეთერში სისტემატურად არღვევენ სხვის არაქონებრივ უფლებებსა და უპირატესად - სასულიერო პირთა ღირსებას (თუ რეპუტაციას), რისი მკაფიო მაგალითიც აღნიშნულ სიუჟეტში მიტროპოლიტ საბასა და მიტროპოლიტ თეოდორეს მისამართით გაკეთებული განცხადებებია“, - აცხადებენ საპატრიარქოში.