მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საპატრიარქო ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით შსს-ს მიმართავს

საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქო ნინოწმინდის პანსიონში შესაძლო დანაშაულების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის გასაჯაროებას სთხოვს.

შესაბამისი განცხადება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა.

„სახალხო დამცველის განცხადებიდან ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც ახლახან ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები.

მივმართავთ შსს-ს შესაბამის სამსახურს, გაასაჯაროოს აღნიშნული საქმეები, რათა არავისთვის არაფერი იყოს დაფარული და ადგილი არ ჰქონდეს სხვადასხვა სპეკულაციას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მეუფე სპირიდონის გადაწყვეტილებით, სახალხო დამცველსა და მისი აპარატის თანამშრომლებს ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მონიტორიგის მიზნით შესვლა ეკრძალებათ.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, პროკურატურას ბავშვთა სახლში შესაძლო დანაშაულებზე 4 საქმე აქვს აღძრული, მათგან 3 ძალადობას და 1 გაუპატიურებას ეხება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „უნდა გაუქმდეს კონკორდატი და საქართველოს ეკლესიას მიეცეს შანსი ახლიდან გაქრისტიანდეს“ - ზურაბ ჯაფარიძე

👉 „დარწმუნებული ვარ, რომ საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი“ - თალაკვაძე ნინოწმინდის პანსიონი

👉 „პანსიონში შესვლასთან დაკავშირებით ნინო ლომჯარიას პირადად გავუწევ რეკომენდაციას“ - მეუფე ნიკოლოზი