მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს

მეუფე იაკობი

საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს ბოდბელი მიტროპოლიტი, მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად მეუფე იაკობმა განუცხადა.

„მოხდა ის, რომ მეუფე თავის ეპარქიაში დაბრუნდა. პატრიარქის გადაწყვეტილებით, პანსიონის დირექტორი იყო მეუფე სპირიდონი, ახლა ვარ მე. ჩვენ მეუფე სპირიდონთან ერთად ვაპირებდით გაგვეკეთებინა ის ცვლილებები, რომელიც განსახორციელებელია, მაგრამ გარკვეული მოვლენების გამო, რომელიც განვითარდა, მეუფეს არ დასცალდა ამის გაკეთება“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

როგორც საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განაცხადა, მეუფე იაკობის პანსიონის დირექტორად დანიშვნის გადაწყვეტილება პირადად პატრიარქმა ილია მეორემ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატს მეუფე სპირიდონი ხელმძღვანელობდა, რომელიც სახალხო დამცველსა და მისი აპარატის წარმომადგენლებს პანსიონში მონიტორინგის მიზნით შესვლას უკრძალავდა.