საზოგადოება

საპატრიარქოს ინფორმაციით, ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდი დროებით ჯანაშიას სახელობის მუზეუმში განთავსდება

საქართველოს საპატრიარქო
1628106941
დაკოპირებულია

ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდი დროებით სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში განთავსდება. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის სამსახურმა დაიწყო ზრუნვა ოქროს ფონდისა და მის საცავში დაცული საეკლესიო სიწმინდეთა სხვაგან დროებით განთავსებაზე.

„შეირჩა ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი, სადაც ხელოვნების მუზეუმის ექსპოზიციაში გამოფენილი თითოეული ექსპონატისთვის მომზადდა საგამოფენო სივრცე და დამონტაჟდა მაღალი სტანდარტის მქონე სამუზეუმო ვიტრინები, რომელიც აღჭურვილია ტემპერატურისა და ტენიანობის მარეგულირებლით და ჰაერგამწმენდი სისტემებით, რაც ხელოვნების მუზეუმში არ ჰქონდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქოს ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის მიერ აღწერილია ექსპონატთა თითქმის მესამედი, თუმცა პროცესი კოვიდპანდემიის გამო შეჩერდა.

„მივიჩნევთ, რომ იგი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და მუზეუმში დაცული ნიმუშების არსებული მდგომარეობა ზუსტად უნდა აღიწეროს, შემდეგ კი, საგანძურის ს. ჯანაშიას მუზეუმში გადატანის და მათი საგამოფენო სივრცესა და ფონდსაცავში განთავსების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხიდან და უპირატესი საჭიროებებიდან გამომდინარე, თანმიმდევრობით უნდა მოხდეს ექსპონატების ლაბორატორიული შესწავლა და შესაბამისი პროფესიონალების მიერ რესტავრაცია-კონსერვაციის ჩატარება. ამის განსახორციელებლად ს. ჯანაშიას მუზეუმში ასევე მოეწყო სათანადო ლაბორატორია.

და ბოლოს, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ საქართველოს საპატრიარქოს და ეროვნულ მუზეუმს შორის დაიდო შეთანხმება, რომ შენობის რეაბილიტაციის ჩატარების შემდეგ, მასში უწინდებურად ხელოვნების მუზეუმი უნდა განთავსდეს და ოქროს ფონდიც, – საეკლესიო საგანძური, – დაბრუნდეს აღდგენილ მუზეუმში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ რომ, კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სავალალო მდგომარეობაში იმყოფება შალვა ამირანაშვილის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

„უნდა გავიტანოთ ექსპონატები დაცულ, დროებით ადგილას, მანამ სანამ ჩვენ ამ ძეგლს აღვადგენთ. ამავე ადგილას ამ ძეგლის აღდგენის შედეგად, უკვე აღდგენილ შენობაში განვაახლებთ ამავე მუზეუმს და როდესაც მუზეუმი იქნება აღდგენილი და მზად, რომ მიიღოს თანამედროვე პირობებში და სტანდარტების დაცვის ეს ექსპონატები, ეს ექსპონატები დაბრუნდება“, - აღნიშნა წულუკიანმა.

იხილეთ აგრეთვე:

📣„ამჯერად ხატს ცვლიან ხმებში“ - ზურაბ ჯაფარიძე ანჩისხატის ტაძარში გადაბრძანების შესახებ

📣პატრიარქი პრემიერს ანჩისხატის ხელოვნების მუზეუმიდან ტაძარში გადაბრძანების თხოვნით მიმართავს

📣თეა წულუკიანი: ხელოვნების მუზეუმიდან უნდა გავიტანოთ ექსპონატები დაცულ, დროებით ადგილას, სანამ ჩვენ ამ ძეგლს აღვადგენთ, უკვე აღდგენილ შენობაში ეს ექსპონატები დაბრუნდება

მეგის ქარდავას
საქართველოში
ექსტრადირება

„ცრუ მოწმეების პირით მოვასმენინებ საზოგა...

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ სტრატეგიის და სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, ლიბერთი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას „შეხვედრები ახლებურად“ .

1632155582

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მალხაზ ბეგიაშვილი ქალაქ წნორში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მშობელთა კავშირს ესტუმრა. მერობის კანდიდატი ბენეფიციარების და მშობლების პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

1632155118

„არაფერი არ უნდა გვიკვირდეს „ვიკილიქსის“ ეპოქაში და ის, რომ ამ ქვეყანაში მინიმუმ 3 დიდ სახელმწიფოს საკუთარი ინტერესები აქვს და ამ ინტერესებისთვის მათი შესაძლებლობები არის შეუდარებლად დიდი, ვიდრე ჩვენი „სუსის“, მაფიქრებინებს, რომ არ არის გამორიცხული აქ რუსეთის ხელი ურევია“, - აღნიშნულის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

1632153245

„ჩვენ გვაქვს შანსი, რომ 2 ოქტომბერს ისტორია დავწეროთ“, - აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ვაკის რაიონში საერთო ოპოზიციური კანდიდატის ბათუ ქუთელიას წარდგენისას განაცხადა.

1632153150
კინორეჟისორი გოგა
ხაინდრავა Pia.ge

„ჩემთვის მძიმე წარმოსადგენია გახარია სააკაშვი...

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ დიდ ქალაქებში გაკრული ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერები მის გემოვნებაში არ ჯდება და არც ის აინტერესებს, ვისი გაკეთებულია.

ბაქოში სიძემ სიდედრსა და სიმამრს ცეცხლი...

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ახალგაზრდა კაცმა სიდედრს და სიმამრს ცეცხლი მოუკიდა. ამის შესახებ azerbaycan24.com იუწყება.

1632146184
5-11 წლის ბავშვებისთვის ფაიზერით ვაქცინა...

კომპანია ფაიზერის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაცია უსაფრთხოა და ის კარგ იმუნურ რეაქციას და ანტისხეულების გამომუშავებას იწვევს. ამის შესახებ CNN იუწყება.

აშშ-ში მაღაზიაში გასაყიდი ქათმების 99%-შ...

აშშ-ში ჰუმანური ლიგის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მაღაზიებში გასაყიდი ქათმების 99%-ს ფრინველის კუნთის დაავადება აქვს, რომელიც „თეთრი ზოლების“ სახელით არის ცნობილი. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.