მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საპატრიარქოში დღეს მღვდელმთავართა კრება გაიმართება

საპატრიარქოს შენობა

დღეს საპატრიარქოში მღვდელმთავართა კრება გაიმართება. განსახილველ საკითხებს შორის კი ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული მოვლენებიც იქნება.

ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე პროცესი და სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება ხშირად ექცევა საზოგადოებისა და მედიის ინტერესის ქვეშ.

დაპირისპირება ეპარქიაში ახალი მიტროპოლიტის, სტეფანეს გადაწყვეტილებებს უკავშირდება. მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილი ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მხარეს იჭერენ. 24 მარტს, ეპარქიაში ჩასულ მიტროპოლიტს მონასტერი დაატოვებინეს.

ახალმა მიტროპოლიტმა 4 სასულიერო პირს ჩამოართვა მღვდელმოქმედების უფლება, მამა ათინოგენეს კი - არქიმანდრიტის ხარისხი. მისივე ბრძანებით, მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან გარიცხეს მოინაზონი სოსანა და მორჩილი ნინო გამყრელიძე.

თეოლოგთა შესაფებით, ბოლო დროს ეკლესიაში განვითარებული მოვლენები ეწინააღმდეგება მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკურ სამართალს.

აგრეთვე იხილეთ:

📌„ჭყონდიდის ეპარქიაში ამაოხრებელი მიავლინეს“ - საპატრიარქოსთან აქცია მიმდინარეობს

📌მამა ანდრია სარია: რა ვერდიქტს გამოიტანენ ჩემ მიმართ, ეს ჭყონდიდის ეპარქიაში რეალობას ვერ შეცვლის

📌დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში - მეუფე სტეფანეს მონასტერი დაატოვებინეს

📌მეუფე გრიგოლი: არ უნდა დავუშვათ, რომ ეკლესია გაიხლიჩოს