მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საროჩკა შემოიხია, გადააგდო, გაიქცა ქუჩის მეორე მხარეს და იქ დაიწყო ჩხუბი“ - მეუფე იოანე ჟურნალისტის შესახებ

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი იოანე

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი იოანე „ფორმულას“ ჟურნალისტ რატი წვერავას პროვოკაციაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ ჟურნალისტმა პერანგი თვითონ შემოიხია და თავად წამოიწყო ჩხუბი.

იგი ძალადობის ფაქტებს არ გმობს და ამბობს, რომ ჟურნალისტმა „საროჩკა“ თავისით შემოიხია, შემდეგ კი ქუჩის მეორე მხარეს გაიქცა.

„ვეუბნები, აქ ნუ მოხვალ. არა, მე მინდა აქ. ეს ზონა შენთვის არაა. გაჰყავთ, „ა, ხელით შემეხეთ, ხო?“ და წიხლებს ირტყმევინება. უარესს, კიდევ იწვევს აგრესიას. ცივ წყალს ასხამენ და იძახის, 200 მეტრი მიწაზე მათრიესო, ვინ გათრია? გამოგაგდეს.

საროჩკა სველი ჰქონდა წყლისგან, შემოიხია, გადააგდო და გაიქცა ქუჩის მეორე მხარეს და იქ დაიწყო ჩხუბი. იძახის მღვდელმა არ მიშველაო. რაში დაგეხმარო, ძმაო? შენთან ერთად ვლანძღო გარშემო ხალხი? შენ ელემენტარული ეთიკური ნორმები საზოგადოებისა დაარღვიე და ითხოვ პატივისცემას? ვისგან? რას? თავხედობის, კადნიერების, უტიფრობის? ძალადობის? დაუშვებელია“, - ამბობს ის.

ინფორმაციისათვის, 5 ივლისს ღირსების მარშის საწინააღმდეგო აქციაზე ჰომოფობიური ჯგუფები „ფორმულას“ ჟურნალისტს, რატი წვერავას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ის სასულიერო პირებთან მივიდა კითხვის დასასმელად, სადაც ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი, იოანე გამრეკელიც იდგა.

იხილეთ აგრეთვე:

✅რადიკალური ჯგუფები „ფორმულას“ კიდევ ერთ გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ (ვიდეო)

✅ჟურნალისტების სია, რომელთაც რადიკალური ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ

✅რადიკალური ჯგუფები „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეიჭრნენ (ვიდეო)