მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სართიჭალაში ტრაილერი მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა - არის მსხვერპლი

არ გადაკვეთო

სართიჭალისკენ მიმავალ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ტრაილერი მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი.

როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.