მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო“ - ევანგელიკურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარი ნინოწმინდის პანსიონზე

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარი

საქართველოს ევანგელიკურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარი მალხაზ სონღულაშვილი ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს და სამართლიანს უწოდებს.

ევანგელიკურ-ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარი ამბობს, რომ სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„ეს ხშირად არ ხდება, მაგრამ დღეს უნდა ითქვას, რომ სასამართლომ სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება, რაც იძლევა იმის ნუგეშს, რომ ეს მოვლენა, რაზედაც ჩვენ ვლაპარაკობთ ასე უქმად არ ჩაივლის. იქნება ფიქრი, კვლევა, მსჯელობა, ძიება და ჩვენ მივალთ იქამდე, რომ დავიწყებთ ამ ტრაგედიის აღმოფხვრას ჩვენი საზოგადოებიდან.

პირველ რიგში ბავშვების წამების, ფიზიკური და ემოციური ხელყოფის და ასევე ისეთი ინსტიტუციების ნიველირების, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ბავშვის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, მათ მომავალს და შესაბამისად საზოგადოებას“, - განაცხადა სონღულაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, ორგანიზაცია, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოვლინდა.

მეუფე სპირიდონის გადაწყვეტილებით, სახალხო დამცველსა და მისი აპარატის თანამშრომლებს ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მონიტორინგის მიზნით შესვლა ეკრძალებათ.

საპატრიარქო ნინოწმინდის პანსიონში შესაძლო დანაშაულების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის გასაჯაროებას სთხოვს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉 მეუფე ნიკოლოზი არ გამორიცხავს, პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ

👉 ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით სასამართლოს განჩინების დაუყოვნებლივ აღსრულებას აუცილებლად მიიჩნევს

👉 სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო - PHR