მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საშიშად მიმაჩნია თუ სინოდი პოლიტიკურ პრიზმაში გააკეთებს რაიმე სახის განცხადებას გარეჯთან დაკავშირებით“ - ანალიტიკოსი

გოჩა მირცხულავას პოსტი

ანალიტიკოსი, საზოგადოებრივ პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის დირექტორი გოჩა მირცხულავა 11 თებერვალს დაგეგმილ სინოდის სხდომასა და განსახილველს საკითხებს გამოეხმაურა. 

გოჩა მირცხულავა ამბობს, რომ 11 თებერვალს დაგეგმილი წმინდა სინოდის სხდომა, მორიგი რიგითი სხდომა იქნება.

მირცხულავა ვარაუდობს, რომ აღნიშნულ სხდომაზე რაიმე სახის ფუნდამენტალური გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული.

„საკმაოდ ბევრი საკითხია დაგროვილი ეკლესიის წიაღში, თუმცა იმის გამო, რომ თავად სინოდის წევრებისთვის არ არის ცნობილი რა საკითხზე იმსჯელებს სინოდი უახლოეს სხდომაზე, ეს უმთავრეს პრობლემად მიმაჩნია, რადგან თავად სინოდის წევრებს არ აქვთ პოლემიკაში მიღების საშუალება, საკითხის გარშემო არგუმენტირებული მომზადების საშუალება, ამის მიუხედავად მე ვფიქრობ, რომ ეს რიგითი, მორიგი სხდომა იქნება, სადაც რაიმე სახის ფუნდამენტალური გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული.

ყველაზე საშიშად მიმაჩნია, რომ თუ სინოდი პოლიტიკურ პრიზმაში გააკეთებს რაიმე სახის განცხადებას დავით გარეჯთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ განწყობებს და ეს განწყობები არამხოლოდ ეკლესიაში, არამედ ქვეყნის პოლიტიკურ ხელისუფლებაში სხვადასხვაა“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა სატელევიზიო ეთერში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ საპატრიარქო წმინდა სინოდის სხდომაზე განსახილველ საკითხებს არ ასაჯაროებს

✔️ 11 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება