მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სასულიერო პირების განცხადებები საპატრიარქოს პოზიცია არაა“ - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს პიარი

„მიტროპოლიტების მიერ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციაზე ხელმოწერა არ წარმოადგენს საპატრიარქოს პოზიციას“, - ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსპიკერმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

„საპატრიარქოს პოზიცია არ არის არცერთი ის განცხადება, რაც კერძოდ გააკეთეს მათ. ძირითადად თქვენი ტელევიზიები არის, რომელიც აპირისპირებს ადამიანებს და ჩვენ გვეკითხებით ახლა შერიგებაზე?! თქვენ სულ ითხოვთ, რომ საპატრიარქო არ იყოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართული, დღეს ითხოვთ რომ საპატრიარქომ პოლიტიკური რაღაცა.., ზოგჯერ გვიწევს ჩარევა პოლიტიკურ პროცესში პირდაპირ თუ არაპირდაპირ“, - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია „თავისუფლება მიშას“ შეიქმნა, რომელსაც ხელს საზოგადოებისთვის ცნობილ პირებთან ერთად, წმინდა სინოდის წევრებიც აწერენ.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „სააკაშვილის პირად ექიმს არ აძლევენ ნახვის საშუალებას და რა მულტიფუნქციური ჯგუფის შექმნაზე გვესაუბრებიან?“ - უდუმაშვილი

⭕ „პრეზიდენტი ციხეში არ უნდა იჯდეს“ - სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას ხელი მეუფე ნიკოლოზმაც მოაწერა

⭕ „სააკაშვილს უნდა ჰქონდეს საკუთარ სამშობლოში თავისუფალი ცხოვრების შესაძლებლობა“ - მეუფე გრიგოლი

„ხელმოწერას აუცილებლად ვაპირებ“ - რა პოზიცია აქვთ მეუფეებს სააკაშვილის გათავისუფლებაზე