საზოგადოება

სატვირთოს მძღოლები მგზავრობიდან მგზავრობამდე პერიოდს კარანტინში გაატარებენ

სატვირთოს მძღოლი
1590502049
დაკოპირებულია

სახმელეთო გზით საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი საქართველოს მოქალაქე მძღოლი ტვირთის ჩაბარებისა და საბაჟო პროცედურების დასრულებიდან ახალი საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვის შეკვეთის მიღებამდე პერიოდს გაატარებს თვითიზოლაციაში, ტირპარკში ან შესაბამის სასტუმროში. ეკონომიკის, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრების შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა. ბრძანება 2020 წლის 15 ივლისამდე იქნება ძალაში.

ბრძანების თანახმად, საქართველოს მოქალაქე მძღოლების თვითიზოლაციის მიზნით მოეწყობა სპეციალური სივრცე (ტირპარკი), ასევე საკარანტინე სივრცე.

ტირპარკები უზრუნველყოფილი იქნება საყოფაცხოვრებო ნივთებით, საკვებით. ტერიტორიაზე იქნება ექიმი. ტერიტორიაზე ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები. მძღოლები უზრუნველყოფილები იქნებიან პირბადეებით.

იზოლაციის მიზნით, ტირიპარკიდან შესაბამის სასტუმროში გადაყვანილი მძღოლის სასტუმროს ხარჯების დაფინანსებას, საკარანტინე სივრცეში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საკუთარი ასიგნებებიდან.

ბრძანებით დადგენილი წესი არ ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად მოძრავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებზე.

საქართველოს მოქალაქე მძღოლი, რომელიც სახმელეთო გზით შემოვა ქვეყნის ტერიტორიაზე, უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში (მის მიერ მითითებულ მისამართზე), თუ მას ქვეყნის დატოვება უწევს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან არაუმეტეს 14 კალენდარული დღის ვადაში. თუ მას თვითიზოლაციაში გადასვლის შესაძლებლობა არ ექნება, ის განთავსდება იზოლაციის მიზნით მოწყობილ სპეციალურ სივრცეში, რომელიც შეიძლება იყოს ტრიპარკი ან შესაბამისი სასტუმრო.

მძღოლი ექვემდებარება 14 დღის განმავლობაში იზოლაციას (კარანტინს ან თვითიზოლაციას), თუ მას არ უწევს ქვეყნის დატოვება მომდევნო 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

 იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი, ექვემდებარება კარანტინს, საბაჟო პროცედურების დასრულებისთანავე ვალდებულია, სატვირთო ავტომობილი დატოვოს მისი დამსაქმებელი/დამქირავებელი კომპანიის ავტოსადგომზე ან ფოთის/რუსთავის ტირპარკში და 14 კალენდარული დღე დაჰყოს საკარანტინე ზონაში.

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისას, მებაჟე-ოფიცერი მძღოლს გადასცემს პირბადეს, რათა მძღოლმა საზოგადოებასთან კონტაქტის დროს დაიცვას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები. დადგენილი წესისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევის მიმართ გამოყენებულ იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქცია.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისას მძღოლი ვალდებულია:

ყველა დაშვებულ ქმედებასთან (დატვირთვა/გადმოტვირთვა, საბაჟო საწყობი, ბენზინგასამართი სადგური, ავტოტექმომსახურება, ტირპარკის ზონაში გაჩერება (სადაც სატრანზიტო ავტომანქანების მძღოლებს აქვთ გაჩერების უფლება: ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი ურბნისი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი სიქთარვა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ტინისხიდი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი არგვეთა), ტექდათვალიერება) დაკავშირებული გადაადგილება განახორციელოს მხოლოდ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით. აუცილებლობის შემთხვევაში, სხვა პირთან კონტაქტისას გამოიყენოს შესაბამისი ეკიპირება (პირბადე);

მძღოლი თავად უზრუნველყოფს თვითიზოლაციის/ტირპარკის ადგილამდე გადაადგილებას.

მას შეუძლია გადაადგილდეს სატვირთო ავტომობილით ან სატვირთო სატრანსპორტო საშუალება დატოვოს დამსაქმებელი/დამქირავებელი კომპანიის მიერ მოწყობილ ავტოსადგომზე და სხვაგვარად მივიდეს თვითიზოლაციის/ტირპარკის ადგილამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების სრულყოფილად დაცვის გზით.

იმ შემთხვევაში, თუ მძღოლმა თვითიზოლაციის, ტირპარკის ან შესაბამისი სასტუმროს ტერიტორია დატოვა სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთან შეუთანხმებლად, ან მის მიერ დაირღვა აღნიშნულ სივრცეებში იზოლაციის წესები, ან სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ განსაზღვრულ განოვრულ ვადაში არ გამოცხადდა თვითიზოლაციის მისამართზე ან ტირპარკის ტერიტორიაზე, შესაბამისი ადგილობრივი ოპერაციული შტაბი/სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აწვდის ოპერაციულ შტაბს. ამ შემთხვევაში მძღოლი გადაყვანილ იქნება შესაბამის სავალდებულო საკარანტინე ზონაში სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ.

მძღოლს უფლება აქვს დატოვოს თვითიზოლაციის, ტირპარკის ან შესაბამისი სასტუმროს სივრცე:

საქართველოში შემოსვლიდან 14 დღის გასვლის შემდეგ;

შემდეგი საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვის განხორციელების მიზნით;

სხვა ობიექტური და გადაუდებელი გარემოების არსებობისას, სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთვის შეტყობინების გაგზავნისა და თვითიზოლაციის/ტირპარკის/შესაბამისი სასტუმროს სივრცის დატოვების შესახებ სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსგან თანხმობის მიღების შემთხვევაში.

თვითიზოლაციის და ტირპარკში/შესაბამის სასტუმროში იზოლაციის წესების დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

ტირპარკებზე შესული მძღოლი უნდა შემოწმდეს ცხელებაზე, ამასთან უფლებამოსილი პირის მიერ უნდა შეივსოს სამედიცინო კითხვარი ქრონიკული დაავადებების ან/და სხვა სიმპტომების აღრიცხვის მიზნით;

ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი იძახებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.

მძღოლს უფლება აქვს, შემდგომი საერთაშორისო სატვირთვო გადაზიდვის განხორციელებამდე, ტირპარკიდან გადავიდეს შესაბამის სასტუმროში იზოლაციის მიზნით.

ტირპარკებზე არსებული ვითარების კონტროლს (დღეში ორჯერ) განახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოყოფილი ექიმი. დამატებითი საჭიროების შემთხვევაში, ექიმი შესაძლებელია გამოძახებულ იქნეს ტირპარკების უფლებამოსილი პირების მიერ.

სამინისტრო საჭიროების შემთხვევაში, ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად, უზრუნველყოფს ადგილზე ეპიდემიოლოგის მიყვანას.

გერმანიაში არჩევნები
მიმდინარეობს

არჩევნები გერმანიაში - მოსახლეობა კანცლე...

გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. პარლამენტის წევრთა არჩევა 4 წლის ვადით ხდება.

შვეიცარიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ რეფერენდუმი ტარდება.

1632643975

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში საფრანგეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

1632640624

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 798 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 317 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 481 PCR ტესტით.

1632639832

„ქართული ოცნების“ დედაქალაქის საკრებულოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

1632637919
ეკონომიკის მინისტრი
ნათია თურნავა

ნათია თურნავა: ჩვენი ამოცანაა, უზრუნველვყოთ ბ...

„ჩვენი ამოცანაა, რომ მომავალი წლიდან, როდესაც სრულმასშტაბიანად ამოქმედდება ენერგეტიკული ბირჟა ქვეყანაში, დავნერგოთ ისეთი მექანიზმები, რომელიც, ერთი მხრივ, წაახალისებს ინვესტორებს და ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის გამოყენებით მეტი პროექტის განხორციელებას, როგორიცაა მცირე ჰესები, ქარისა და მზის ენერგოსადგურები, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ბაზრის ისეთ ფუნქციონირებას, რომ ენერგომომხმარებლებს, მაგალითად, ჩვენს მოსახლეობასა და მცირე ბიზნესს მიეწოდოს უწყვეტად ხარისხიანი ელექტროენერგია,“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ენერგეტიკული რეფორმის მიმდინარეობასა და სამომავლო ამოცანების განხილვას მიეძღვნა.

1632595998
ტატო გრიგალაშვილი ზაგრების გრან პრის ჩემ...

ზაგრების გრან პრიზე ტატო გრიგალაშვილი ჩემპიონი გახდა. ქართველმა ძიუდოისტმა 81 კგ წონით კატეგორიაში შესანიშნავად იასპარეზა და ოქროს მედალს დაეუფლა.

„უნდა შეწყდეს პირადი ინფორმაციის გასაჯარ...

ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„საქართველო სამწუხაროდ, ძალიან პოლარიზებ...

ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი აცხადებს, რომ ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის გასამყარებლად და იმის საჩვენებლად პოლიტიკური ძალები სახელმწიფოებრივად იქცევიან. მისი თქმით, ყველა წამყვანმა პოლიტიკურმა ძალამ არჩევნებამდე უნდა დადოს პირობა, რომ ეუთოს და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოქვეყნებულ შეფასებებს აღიარებენ.