მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შევიკრიბოთ ქაშვეთის ტაძართან და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა მიუღებელია“ - საპატრიარქო „ღირსების მარშზე“

საპატრიარქოს შენობა

საქართველოს საპატრიარქო „თბილისი პრაიდის“ მიერ ორგანიზებულ „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეკლესიისთვის და მოქალაქეებისთვის შემაშფოთებელი და მიუღებელია გარკვეულ საელჩოთა და ევროპარლამენტარების ნაწილის მკვეთრი ჩარევა საზოგადოებრივ და სულიერ ცხოვრებაში.

„29 ივნისს გაკეთებული განცხადებით საქართველოს საპატრიარქომ „თბილისი-პრაიდის“ ორგანიზატორებს და საქართველოში აკრედიტებულ საელჩოთა ხელმძღვანელებს მიმართა, რათა, ქვეყნის სტაბილურობისა და სამოქალაქო სიმშვიდის შენარჩუნების მიზნით, თავი შეეკავებინათ ლგბტქ+ პროპაგანდისტული აქტივობების მხარდაჭერისაგან.

იმედი გვქონდა, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის არჩევანს არ უგულებელყოფდნენ, მაგრამ ბოლო დღეების მოვლენებმა ნათლად აჩვენა, თუ რა ზეწოლაც ხორციელდება ქვეყანაში.

ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის შემაშფოთებელი და მიუღებელია გარკვეულ საელჩოთა და ევროპარლამენტარების ნაწილის მკვეთრი ჩარევა ჩვენს საზოგადოებრივ და სულიერ ცხოვრებაში და ვთვლით, რომ ეს მათი უფლებამოსილების გადამეტებაა.

ამასთან, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ე.წ. „პრაიდის“ მიზანი არის გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდა, რომელიც აზიანებს მომავალი თაობის ცნობიერებას; ეს ქმედება ჩვენს ხალხში, განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა, დაძაბულობასა და არეულობას იწვევს.

ყოველივე ამაზე კი, პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნული აქტივობების ორგანიზატორებსა და მხარდამჭერთ. მივმართავთ მოსახლეობას, მშვიდობიანად დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი და არ ავყვეთ ძალადობრივი კონფრონტაციისთვის მიზანმიმართულ პროვოკაციას.

5 ივლისს, 17:00 საათზე შევიკრიბოთ ქაშვეთის წმინდა გიორგის ტაძართან, აღვავლინოთ ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში..

ამავე თემაზე:

✔️ „პრაიდი“ ეროვნულ ერთობას დიდ დარტყმას აყენებს“ - რიონის ხეობის გადარჩენისთვის

✔️ „მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ფესტივალი და „ღირსების მარში“ უსაფრთხოდ ჩატარდეს“ - „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორი

✔️ „შსს იყო მოწოდების სიმაღლეზე, რაც ძალიან კარგია“ - პრაიდის ორგანიზატორი