საზოგადოება

შშმ პირთა უფლებების დაცვა არის თითოეული მოქალაქის ვალდებულება - რატი იონათამიშვილი

საპარლამენტო
უმრავლესობის წევრი რატი
იონათამიშვილი Pia.ge
1623660686
დაკოპირებულია

„შშმ პირთა უფლებების დაცვა არის თითოეული მოქალაქის ვალდებულება, რადგან დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით, ნიშნავს დისკრიმინაციას საზოგადოების ყველა წევრის მიმართ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი ონათამიშვილი აცხადებს.

მისი თქმით, ბოლო ერთი წელი შშმ პირთა სამოქალაქო უფლებებისთვის ისტორიული იყო:

„14 ივნისი არ არის საზეიმო თარიღი, რომელსაც ვულოცავთ ერთმანეთს, ეს არის უფლებების დაცვის დღე, რა დროსაც ვახდენთ მეტ ფოკუსირებას შშმ პირთა უფლებებზე, საჭიროებაზე და ინტერესებზე, რათა, შემდგომ, კალენდრის ყოველ დღეს, შშმ პირთა კარნახით, ვიმუშაოთ თანაბარი გარემოს, ადეკვატური სოციალური გარანტიების, მისაწვდომობის, ღირსეული საცხოვრისის, დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და ადვოკატირების უზრუნველყოფაზე.

ჩვენ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო ერთი წელი საქართველოში იყო ისტორიული შშმ პირთა სამოქალაქო უფლებებისთვის:

ჩვენ მივიღეთ ახალი კანონი, რომელმაც დაანგრია უსამართლობის კედელი და შშმ პირები აღჭურვა ადვოკატირების ეფექტური მექანიზმებით. ერთი წლის თავზე ჩვენ ვხედავთ ამის შედეგებს;

მოვახდინეთ UNCRPD-ის ფაკულტატიური ოქმის რატიფიცირება, რითაც საქართველო შეუერთდა იმ პროგრესული სახელმწიფოების რიგებს, სადაც შშმ პირთა უფლებები უმაღლესი საერთაშორისო გარანტიებით არის დაცული;

დავამტკიცეთ ახალი „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები“, რომელიც ეფუძნება „უნივერსალური დიზაინი“ პრინციპებსა და კონცეფციას.

დღეს ვმუშაობთ: მისაწვდომობის ეროვნულ გეგმაზე, სოციალურ მოდელზე და სტატუსის ფუნდამენტურ რეფორმაზე;დეინსტიტუციონალიზაციის პროცესზე და სხვა კრიტიკული მნიშვნელობის მქონე საკითხებზე; მაგრამ, გარდა ამისა, აუცილებელია, ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლის შედეგებიც უსწრაფესად მივა შშმ პირებამდე. განსაკუთრებით, მსოფლიო პანდემიის ფონზე, რისი ნეგატიური შედეგებიც ყველაზე მეტად შშმ პირთა ყოველდღიური ცხოვრების ხარისხზე აისახა. ამის რეალური საფუძვლები უნდა გაჩნდეს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელზეც შშმ პირებთან და მათ წარმომადგენლებთან ერთად უკვე სექტემბრიდან უნდა დავიწყოთ აქტიური კონსულტაციები. თანაბარი პირობები - თანაბარი შესაძლებლობებისთვის,“ - აღნიშნავს რატი იონათამიშვილი.

„ზაფხულში მნიშვნელოვან
საჭიროებას წარმოადგენს
მოქალაქეებისთვის
გადაადგილებაზე შეზღუდვის
მოხსნა“

შესაძლოა ქვეყანაში ახალი შეზღუდვები დაწე...

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სატელევიზიო ეთერში, ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება, ასევე, პრევენციული ზომების მიღებაზეც გაამახვილა.

1632340320

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1632340271

ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ღამის კურიერის წამყვანი ევროკავშირის ელჩს შეადარა.

1632338176

2021 წლის 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამის საქართველოს თავმჯდომარეობით, საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ტრადიციული სხდომა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

1632336744

ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში, ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებზე ისაუბრა. წულუკიანმა ჟურნალისტის დასმულ კითხვას - მოსწონს თუ არა ეს ბანერი, ჟურნალისტის მხრიდან კეკლუცობა უწოდა.

1632336554
საქართველოს გიდების
ასოციაციის ლოგო

პოლიციის მიერ მსგავსი დანაშაულის აღკვეთა უაღრ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კაფე-ბარებში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხების დაუფლების თაღლითური სქემის გაშიფვრას და დამნაშავის დაკავებას გიდების ასოციაცია ეხმაურება.

1632328746
„მოსახლეობამ ზურგი აქცია ვაქცინაციას და...

„კატასტროფულად დაიკლო პირველადი აცრების რაოდენობამ, ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

1632327970
მაბრალებენ, რომ მძიმე რაღაცებს ვამბობ, ა...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ტვ პირველის“ ეთერში, ორსულებში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ორსულების აცრა მნიშვნელოვანია.

ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის პრეზიდენტს შე...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ეგილს ლევიტსს შეხვდა.