საზოგადოება

შსს-ს თანამშრომლებს FBI-ს ტრენერებმა გადამზადების კურსი ჩაუტარეს

გადამზადების კურსი
1623430207
დაკოპირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების წარმომადგენლებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) მიერ ორგანიზებული 5-დღიანი გადამზადების კურსი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტრენინგი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით ჩატარდა.

სასწავლო კურსის დახურვის ღონისძიებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, რაიან ჰარკერ ჰარისი, ნარკოტიკების ბრძოლის ადმინისტრაციისა (DEA) და აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ და ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.

სწავლებას გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ტრენერები უძღვებოდნენ. ამერიკელმა სპეციალისტებმა ქართველ სამართალდამცველებს საცეცხლე მომზადების, ჩხრეკისა და შეღწევის თანამედროვე მეთოდების, ტაქტიკური მედიცინისა და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს.

ტრენინგის მიზანი იყო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, თანამედროვე მეთოდების გაანალიზება და ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებების გამოცდილების გაზიარება.

მოსალოდნელი ამინდის
პროგნოზი

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

იემენის სანაპიროსთან მეთევზეებმა, 25 მიგრანტი ადამიანის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

1623703989

„ნოვოვაქსის“ ვაქცინამ 90%-ზე მეტი ეფექტიანობა აჩვენა, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

1623703144

სხვადასხვა სამუშაოს გამო 15 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

1623701841

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჯო ბაიდენთან პირველი პირისპირ საუბარი ოპტიმისტურად შეაფასა, - ამის შესახებ როიტერი იუწყება.

1623701123
„ქართული ოცნების“
აღმასრულებელი მდივანი
ირაკლი კობახიძე

გიორგი გახარია თავს არიდებს პასუხს კითხვაზე,...

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი გახარია თავს არიდებს პასუხს კითხვაზე, რაში სჭირდებოდა ორი-სამი დღე. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიი...

„21 ივნისს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან შეხვედრა იგეგმება“, - აღნიშნა საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.

1623696536
ტედროს ადანომ გებრეისუსი მიესალმება „დიდ...

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი მიესალმება „დიდი შვიდეულის“ გადაწყვეტილებას კოვიდვაქცინის 870 მილიონი დოზის გამოყოფის შესახებ.

ბათუმში ხანძარი ლოკალიზებულია

ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში, გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.