მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სიმღერა, ლექსები და დროს ტარება - რა ხდებოდა 24 მაისის ღამეს ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე? (ვიდეო)

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა 24 მაისის ღამე რესუბლიკის მოედანზე გაათენეს Pia.ge

23 მაისს ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე აქცია გამართეს.

აქციაზე რიონის ხეობის მცველების აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა მოთხოვნები გააჟღერა და დასძინა, რომ თუკი მათი მოთხოვნები 24 მაისის 12 საათამდე არ დაკმაყოფილდება, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები თბილისის პარალიზებას მოახდენენ.

აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს და ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩნენ.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ გაატარეს 24 მაისის ღამე რესპუბლიკის მოედანზე ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა: