საზოგადოება

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმი
1622804801
დაკოპირებულია

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროსა და არბაითერ-სამარიტერ-ბუნდს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

„ერთად შევძლებთ - თანამშრომლობა გადაუდებელი სიტუაციებისას საქართველოსა და სომხეთს შორის“ - პროექტის ძირითადი მიზანი კატასტროფის რისკის მართვის სისტემის გაუმჯობესება, შესაძლებლობების განვითარების და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის მექანიზმების შექმნაა.

შეთანხმება ხელს შეუწყობს საზღვრისპირა თანამშრომლობასა და კოორდინაციას სომხეთისა და საქართველოს EMT–ებს შორის კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების დროს და შეიმუშავებს ტრანსსასაზღვრო პრევენციის, მზადყოფნისა და მათზე რეაგირების მექანიზმებს.

მინისტრის მოადგილის გიორგი წოწკოლაურის განცხადებით, პროექტი მნიშვნელოვანია მთლიანი რეგიონისთვის, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში.

„ვფიქრობ, რეგიონისთვის უდიდესი მნიშვნელობის პროექტი დაიწყო. საყოველთაო პანდემიამ და გახშირებულმა ბუნებრივმა კატასტროფებმა დაგვანახვა, რომ ქვეყნების მზაობა კატასტროფების მიმართ ხდება უფრო და უფრო მნიშვნელოვანი. ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ჩვენს სომეხ კოლეგებთან ერთად შევძლებთ ეფექტური მექანიზმების შექმნას კატასტროფებზე ერთობლივი რეაგირებისთვის“, - განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა.

პირველად, საქართველოსა და სომხეთში ჩამოყალიბდება გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფილი იქნებიან ყველა საჭირო რესურსით. ქართული და სომხური გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აკრედიტაციას გაივლიან და საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების შედეგად დაზარალებულ პირთათვის დახმარებას უზრუნველყოფენ.

სამინისტრო მემორანდუმით მისთვის განსაზღვრულ უფლებამოსილებებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მეშვეობით განახორციელებს.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის, ალექსანდრე კალანდიას განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აკრედიტაციის შედეგად გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

„პროექტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საქართველოსა და სომხეთში, ჯანმოს აკრედიტაციის შედეგად გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჯგუფების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, რომლებიც უზრუნველყოფილნი იქნებიან ყველა საჭირო რესურსით და ექნებათ მზაობა და კომპეტენცია მოახდინონ გადაუდებელ სიტუაციებზე ეფექტური რეაგირება. აღნიშნული ჯგუფის შექმნა კიდევ უფრო აქტუალურია დღეს - გლობალური პანდემიის პირობებში”, - განაცხდა ალექსანდრე კალანდიამ.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლენა ნანუშიანმა და საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის დირექტორი დიმიტრიე ტოდოროვიჩმა მოაწერეს.

ათენში ტყის ხანძრებს
ებრძვიან - ათასობით
ადამიანი სახლებს ტოვებს

ათენში ტყის ხანძრებს ებრძვიან - ათასობით...

ათენში ტყის ხანძარი გაჩნდა, ცეცხლმა საცხოვრებელ ადგილებამდე მიაღწია, - ამის შესახებ apnews-ი იუწყება.

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ქალაქის ძლიერ გამაგრებულ „მწვანე ზონასთან“ ახლოს, სამთავრობო შენობების და უცხოური საელჩოების ადგილას აფეთქება და სროლა მოხდა, რომელსაც 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

1628019009

ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრი საბერძნეთში გავრცელებული ხანძრების გამო იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს.

1628017672

„კორონავირუსის ბევრი მუტაცია არსებობს, მაგრამ მათგან ყველაზე გამორჩეული მისი დელტა ვარიანტია“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ სტუმრობისას განაცხადა.

1628015887
ცესკომ თავმჯდომარის
მოადგილედ ოპოზიციური
პარტიის მიერ დანიშნული
წევრი პირველად აირჩია

ცესკომ თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციური პარტ...

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) დღეიდან მუშაობას სრული, 17 წევრის შემადგენლობით იწყებს. ახალი შემადგენლობით კომისია დღეს პირველად შეიკრიბა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

„ეს დოკუმენტი ამოწურული არაა“ - სალომე ზ...

„მიმაჩნდა და მიმაჩნია რომ ეს პროცესი, რომელი დგას ამ დოკუმენტის მიღმა, მიზნები, რომლებსაც ეს დოკუმენტი ისახავს და პრინციპი, რომელსაც ეს დოკუმენტი ეფუძნება, ამოწურული არაა და წარმოადგენს იმ გზას, რომელიც ამ ქვეყანამ უნდა გაიაროს“, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტზე და მის ანულირებაზე საუბრისას განაცხადა.

ნიუ-იორკში ვაქცინაციის დამადასტურებელი დ...

ნიუ-იორკში კორონავირუსზე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სხვადასხვა სივრცეებში როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის სავალდებულო ხდება.

სროლა პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცე...

ვაშინგტონში პენტაგონის მახლობლად სატრანზიტო ცენტრში სროლაა, - ამის შესახებ CNN-ი იუწყება.