საზოგადოება

სომხური მიწა არ იყიდება?!

მზის ელექტრო სადგური Pia.ge
1627630490
დაკოპირებულია

სომხეთის მთავრობამ, ჩატარებული ტენდერის საფუძველზე, 500 ჰექტარი მიწა BOO ხელშეკრულების პრინციპით გადასცა განახლებადი რესურსების არაბულ კომპანიას, რომელიც სომხეთის ცენტრალურ ნაწილში, თალინისა და დაშტადემის სოფლებში 200 მგვტ სიმძლავრის პირველ მზის ელექტრო სადგურს ააშენებს.

არაბული კომპანია Masdar-ი სომხეთში, 174 მლნ$-ის ინვესტიციას განახორციელებს და 2025 წლის ბოლომდე, დაასრულებს აღნიშნულ პროექტს.

სომხეთის მთავრობისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების შეთანხმების საფუძველზე, პროექტის 85% წილის მფლობელი იქნება არაბული კომპანია Masdar-ი, ხოლო 15%-ის სომხეთის ეროვნული ინტერესების ფონდი. BOO ტიპის ხელშეკრულების მიხედვით, ინვესტორი პროექტს განახორციელებს აშენების, ფლობისა და ოპერირების უფლებით.

შედარებისთვის, იგივე ფართობის საჭიროების მქონე ნამახვანჰესის პროექტში, რომლის სიმძლავრეც სომხურ მზის სადგურზე 2 ჯერ მეტია (433 მგვტ), ხოლო გამომუშავება კი 5-ჯერ მეტი, ინვესტორი 800 მლნ$-ის ინვესტიციას ახორციელებს. ნამახვანჰესის ინვესტიცია რამდენჯერმე აღემატება სომხეთში განხორციელებულ არაბულ ინვესტიციას, რომელიც ამ ქვეყნისთვის ყველაზე მსხვილი უცხოური პროექტია.

ზოგადად, საინტერესოა მზისა და ჰიდრო რესურსების გამომუშავების ურთიერთშედარება.

ენერგეტიკოსები მზის სადგურის გამომუშავებას იმის მიხედვით განსაზღვრავენ, თუ რამდენი ენერგიის წარმოება შეუძლია მთელ სადგურს ერთდროულად. მარტივად რომ ავხსნათ, მზის პანელები წარმოქმნიან ელექტროენერგიას მუდმივი დენის (DC) სახით, მაგრამ ჩვენი ელექტროქსელი და ყველაფერი ჩვენს სახლში - მუშაობს ცვლად დენზე (AC). იმისათვის, რომ მზისგან მიღებული ელექტროენერგიის გარდაქმნა მოხდეს, ამისათვის მზის ფერმას დამატებით, საკმაოდ რთული და ძვირად ღირებული აღჭურვილობა ესაჭიროება. ელექტროენერგიის ტრანსფორმაციის პროცესში კი დაახლოებით 15-20% ენერგია იკარგება.

ამიტომ, თუ მზისა და ჰიდრო ენერგიის 1 მეგავატ დადგმულ სიმძლავრეს შევადარებთ, ისინი არ გამოიმუშავებენ ერთი და იმავე რაოდენობის ელექტროენერგიას.

მზის ენერგიის 1 მეგავატი წარმოქმნის დაახლოებით 1.3-1.6 მლნ. კვტ/სთ, როდესაც 1 მეგავატი ჰიდროენერგია გამოიმუშავებს დაახლოებით 3.5 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიას წელიწადში.

მთავრობის
ადმინისტრაციასთან ირაკლი
ბებუას ოჯახმა საპროტესტო
აქცია გამართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან ირაკლი ბებუა...

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას ოჯახის წევრები და ახლობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ეგრეთ წოდებული კრებსების თემაზე ისაუბრა.

1632042978

„ქართული ოცნების“ დედაქალაქის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალის და ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობასთან მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

1632040609

„კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები იკლებს“, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა.

1632039410

19 სექტემბერი უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის დაარსების დღეა. იუბილე ცენტრის დისლოკაციის ადგილზე, ახალქალაქში, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ინვენტარით აღჭურვილი ბაზის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

1632039043
ჯუანშერ ბურჭულაძე
ეროვნული თავდაცვის
აკადემიაში გაუმჯობესებულ
პირობებს გაეცნო

ჯუანშერ ბურჭულაძე ეროვნული თავდაცვის აკადემია...

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა. დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იმყოფებოდა და განახლებულ პირობებს გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

NCDC განცხადებას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვაქცინაციისკენ მოწოდების შესახებ ბანერებზე ოპოზიციის საწინააღმდეგო პლაკატის განთავსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„დაიმახსოვრეთ, გახარია რუსეთზე მომუშავე...

პარტიის „კანონი და სამართალი“ ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია რუსეთის ინტერესებისთვის მუშაობს.

Bloomberg-მა მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახების...

სააგენტო Bloomberg-ის თანახმად, მსოფლიოში უმდიდრესი ვალტონის ოჯახია, რომელიც უმსხვილეს საბითუმო და საცალო გაყიდვების ქსელს Walmart-ს ფლობს. ოჯახის ქონება ჯამში 238.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.