მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სოსო გოგაშვილმა ირიბად დაადასტურა, რომ ჩემი ძმა უდანაშაულოა“ - თორნიკე მამალაძე

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის „თავის ვერსიებშია ახლართული“.

თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ გოგაშვილი შეშინებულია და თავის გადარჩენას ცდილობს.

„სოსო გოგაშვილი თავის ვერსიებში აირია, ხან იძახდა, რომ ჩემს ძმას პროვოკაცია უნდა მოეწყო, ციანიდი უნდა მოეყარა და შორენა თეთრუაშვილს უნდა შეეტანა საჭმელიო.

ხან სხვა ვერსიებს ამბობდა, ხან პატრიარქს მიანიშნებდა, აქედან გამომდინარე ეს ადამიანი თავის ვერსიებშია არეული. ისიც კი დაადასტურა, რომ ციანიდის ამოღების კადრი არ არსებობს და ვისგან შეისყიდა არ ვიცითო. ირიბად ეს ადამიანი ადასტურებს, რომ ჩემი ძმა უდანაშაულოა.

უბრალოდ ის თავის ვერსიებშია არეული, რადგანაც ის არის შეშინებული და თავის გადარჩენას ცდილობს“, - აღნიშნა თორნიკე მამალაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა TV პირველის ეთერში მამა გიორგის მამალაძეზე და მასთან დაკავშირებულ საქმიანობებზე ისაუბრა.

მისი თქმით, მამალაძე კრიმინალია და ის თანამზრახველებთან ერთად არაკეთილსინდისიერად ითვისებდა ეკლესიისათვის შემოწირულ თანხებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „მამა გიორგი მამალაძე არის კრიმინალი; შემოწირულობები ადრესატამდე არ მიდიოდა“ - სოსო გოგაშვილი

✔️ „ციანიდს მოაყრიდნენ საჭმელზე, რომელიც შორენას უნდა შეეტანა პატრიარქისთვის“ - გოგაშვილის ვერსია ციანიდის საქმეზე