მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სპორტული დარბაზები მუშაობას 15 მარტიდან განაახლებენ

სპორტული დარბაზი

ქვეყნის მასშტაბით სპორტული დარბაზები მუშაობას 15 მარტიდან განაახლებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ 15 მარტიდან განსაზღვრული რეგულაციების დაცვით“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, შეზღუდვები იხსნება, ასევე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილებასა და სამთო-სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების მუშაობაზე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

25 თებერვლიდან სამთო-სათხილამურო კურორტებზე სასტუმროები მუშაობას განაახლებენ

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი 25 თებერვლიდან აღდგება

კომენდანტის საათი ძალაში რჩება