მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სრული მობილიზება არ გვქონდაო რომც თქვან, არავინ დაუჯერებს - კოვიდიანებიც კი იდგნენ ტრიბუნასთან - რატი იონათამიშვილი ვიდეოს აქვეყნებს

უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი Pia.ge

„სრული მობილიზება არ გვქონდაო, რომც თქვან, არავინ დაუჯერებს - კოვიდიანებიც კი იდგნენ ტრიბუნასთან“, - წერს სოციალურ ქსელში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი და 14 ოქტომბრის აქციის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.

„14 ოქტომბერი, თავისუფლების მოედანი, 19:45 PM აქცია დასრულებული იყოო, ვერ იტყვიან, ელვის სისწრაფით კი დაიშალნენ, მაგრამ ჯერ სიძულვილის ენაში ეჯიბრებიან ერთმანეთს; აქციის დაწყებამდე არისო, ვერც ამას იტყვიან, ღამეა აშკარად; სრული მობილიზება არ გვქონდაო, რომც თქვან, არავინ დაუჯერებს - კოვიდიანებიც კი იდგნენ ტრიბუნასთან; ტყუილებზე გაქვთ ყველაფერი აგებულიო, კადრებიც კი, ეტყვი და სწყინთ.

P.S. აქციაზე რაოდენობა კი არ არის მნიშვნელოვანი, პრინციპებია! მაგრამ როცა არც ერთია და არც მეორე, ეგ არის განაჩენი“, - წერს რატი იონათამიშვილი Facebook-ის გვერდზე.