მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სტუდენტებისთვის საზაფხულო პროგრამა „ლიდერთა გენდერული თანასწორობის სკოლა“ - იწყება

ლიდერთა გენდერული თანასწორობის სკოლა „საზაფხულო პროგრამა სტუდენტებისთვის“

ახალგაზრდული ასოციაცია „დრონი“ სტუდენტებისთვის საზაფხულო პროგრამას - „ლიდერთა გენდერული თანასწორობის სკოლა“ იწყებს.

პროექტის ფარგლებში შერჩეული მონაწილეები, 10-15 აგვისტოს ჩათვლით, გაივლიან თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსს როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო დონის ექსპერტებისა და ტრენერების ჩართულობით. გარდა ამისა, გაიზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას ისეთ საკითხებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ ლიდერებად ჩამოყალიბებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობას.

მონაწილეების შერჩევა ორ ეტაპად გაიმართება.

პირველ ეტაპზე მოხდება აპლიკაციების გადარჩევა მოტივაციის, ესსეებისა და ვიდეორგოლების მეშვეობით. ხოლო, შემდეგ ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.

პროგრამაში ჩაერთვება 18-დან 23 წლამდე, 25 სტუდენტი გოგონა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტიდან.

შემდგომი აქტივობები გულისხმობს გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის შესაბამისი ინიციატივების მომზადებას, რომელსაც პროექტის მონაწილეები განახორციელებენ.

პროექტის მიზანია ახალგაზრდების როლის გაძლიერება და მათი ინიციატივების მხარდაჭერა. ასევე, მშვიდობის მშენებლობისა და გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

პროგრამა „Erasmus+ ახალგაზრდებისთვის“ და „ევროპის სოლიდარობის კორპუსი საქართველოში“ პარტნიორობით განხორციელდება.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა forms.gle შემდეგ კი გაგზავნონ ესსე და ვიდეორგოლი.