მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამთა მეგრელიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ჩართულობით თბილისი გახდა ერთგვარი პლატფორმა დიალოგისთვის

თამთა მეგრელიშვილის განცხადება

„სამხრეთ კავკასიას როგორც არასდროს ისე ესაჭიროება მშვიდობა და განვითარება, ამ პროცესში კი საქართველოს როლი განუზომლად დიდია!“ - ამის შესახებ სამართალმცოდნე თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველომ დაიბრუნა მედიატორის ფუნქცია და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაში:

„ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ჩართულობით თბილისი გახდა ერთგვარი პლატფორმა დიალოგისთვის და აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა. საბედნიეროდ სომხეთის თხუთმეტივე მოქალაქე საქართველოს ტერიტორიის გავლით, ოჯახებს დაუბრუნდა. საქართველომ კი დაიბრუნა რეგიონული როლი - მედიატორის ფუნქცია და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაში, რეგიონში პოლიტიკური თუ უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებაში. მშვიდობა და განვითარება ჩვენს ქვეყანასა და მთელ რეგიონს!“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.