მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თამთა მეგრელიშვილი: ზოგადი შეფასება, პოსტი პოსტისთვის! მადლობა, ქალბატონო „სახალხო დამცველო“, ვალი მოხდილი გაქვთ

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი Pia.ge

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებას ეხმიანება პრემიერ-მინისტრის არასრულწლოვანი შვილების შესახებ, რომლებსაც ტვ „პირველის“ ჟურნალისტები ნებართვის გარეშე საცხოვრებელ სახლთან ჩაუსაფრდნენ.

„პრემიერმინისტრის ოჯახისა და შვილების ემოციურ ძალადობაზე ვითხოვ მთელი დღეა რეაგირებას. მოვნიშნე, „გადავნიშნე“ შემოვულაწუნე“ მაგრამ, რად გინდა?! ამოიღო ხმა და ზოგადი ტექსტით შემოიფარგლა. ასე მოიხადა ვალი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე არცერთი კონკრეტული სიტყვა საკითხის ირგვლივ. ზოგადი შეფასება, პოსტი პოსტისთვის! მადლობა, ქალბატონო „სახალხო დამცველო“ ვალი მოხდილი გაქვთ. უკვე გვიანია და მშვიდად იძინეთ!” - წერს თამთა მეგრელიშვილი.

ინფორმაციისთვის, 23 ივლისს ნინო გიორგობიანმა სოციალური ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც აღწერილია თუ როგორ იმყოფება მედიის წარმომადგენელი პრემიერ-მინისტრის მშობლების სახლთან, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის არასრულწლოვანი შვილები ისვენებდნენ და მათ ჟურნალისტი კითხვებს უსვამდა, ხოლო შემდეგ სახლის ეზოს ფარულად კადრებს უღებდა.