მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თანახმა ვარ, ჟურნალისტი იყოს ხელშეუხებელი, ოღონდ ერთი პირობით“- მეუფე ნიკოლოზი მედიაზე

ახალქალაქის, ახალციხის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი

„მე გეუბნებით, თანახმა ვარ საქართველოში ჟურნალისტი იყოს ხელშეუხებელი ერთი პირობით, თუ ჟურნალისტს რაღაცნაირად თვითრეგულირების სისტემა ექნება და მე ეს მეცოდინება. ვგულისხმობ პ,ირველ რიგში, ფიზიკურ ხელშეუხებლობას და ა.შ.“, - ამის შესახებ კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნოკოლოზმა სატელევიზიო გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, იყო შემთხვევა, როცა მან ჟურნალისტის მიერ მომზადებული მასალის გამო ჟურნალისტურ ქარტიაში იჩივლა და მოიგო, თუმცა ამით დაკმაყოფილებული არ არის.

„სადმე წერია რა არის ჟურნალისტური დანაშაული? მე ვუჩივლე იმ არხს, რომელიც არ არის ჟურნალისტური ქარტიის წევრი და მოვიგე, მაგრამ რა? მე ვუჩივლე იმ არხს, რომელიც არ არის ამ ქარტიის წევრი. არ ვიცი, მათ გამოაქვეყნეს პასუხი თუ არა, მაგრამ მე არ ვარ დაკმაყოფილებული იმით, რომ მოვიგე.

არ მინდა არც მისი ბოდიში და არც სხვა რამ. უბრალოდ, ერთ ადამიანს მაინც იმ არხიდან ეთქვა, რომ რაც ადამიანმა ჩაიდინა, იყო მიუღებელი“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

როგორც მან განმარტა, მიიჩნევს, რომ უნდა არსებობდეს ზღვარი ჟურნალისტურ საქმიანობასა და დანაშაულს შორის.

„თუ ჟურნალისტი პროფესიულ საქმიანობას ასრულებს, ის უნდა იყოს ხელშეუხებელი. მაგრამ ჟურნალისტი საქმიანობის დროს შესაძლოა, თავად გახდეს დამნაშავე და მე უნდა ვიცოდე, სად გადის ზღვარი ჟურნალისტურ საქმიანობასა და დანაშაულს შორის, რადგან თუ ვხედავ რომ ადამიანს კლავთ, მას დავიცავ ყველანაირი ხერხით და არ მოგაკვლევინებთ, გინდათ კამერით თუ გინდათ, ცივი თუ ცხელი იარაღით“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

მეუფე ნიკოლოზი მიიჩნევს, რომ 5 ივლისს მედიის წარმომადგენლებზე ძალადობა დაგეგმილი იყო, თუმცა ამაში ეკლესია დამნაშავე არ არის.

5-6 ივლისს თბილისში რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციას მართავდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის თქმით, სასულიერო პირებს ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღიათ და ისინი ჟურნალისტებს იცავდნენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „კანონმდებლობაში შევიდეს, რომ თუ რესპონდენტს არ სურს პასუხი და ჟურნალისტი აიძულებს, მას ეწოდოს მოძალადე“ - მეუფე ანტონი

👉 „არც პოლიტიკოსები და არც ელჩები ჟურნალისტებს არ ეფარებოდნენ, ვნახეთ მხოლოდ სასულიერო პირები, რომლებიც მათ იცავდნენ“ - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

👉 „ალბათ ბოროტი ადამიანი თუ იქნება, რომელიც ძალადობას არ გმობს“ - მეუფე მიქაელი