მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თავისუფლება ზაზას“ - გახელაძის ოჯახი აქციას მართავს

ზაზა გახელაძის ოჯახი აქციას მართავს

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახი საპროტესტო აქციას მართავს.

ოჯახის ერთადერთი მოთხოვნაა, რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეს საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძე.

აქციაში მონაწილეობას იღებენ სამოქალაქო აქტივისტები, მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და გახელაძის ოჯახის მხარდამჭერები.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს.

დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. 5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ გახელაძის გათავისუფლება მოხდეს“ - გომელაური

✔️ „ზაზა გახელაძის საკითხის განხილვა უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება, სანამ არ მოხდება მისი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება“ - სუს-ი