მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დასრულდა

სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია რუსთაველზე

თავისუფლების მოედანზე საპატიმროში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დასრულდა.

როგორც აქციის დასასრულს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, პარტიის მხარდამჭერებს, სააკაშვილის გათავისუფლების გარდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა აქვთ, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ დამარცხებაა.

მან აქციის მონაწილეებს 30 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ბრძოლა გამარჯვებამდე გაგრძელდება.

აქცია საქართველოს ჰიმნით დასრულდა, რომელიც შოუბიზნესის წარმომადგენლებმა შეასრულეს.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ღმერთს უყვარს საქართველო, სიბოროტე ყოველთვის დამარცხდება“ - პაატა ბურჭულაძე

„საზოგადოებას და ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად“ - სააკაშვილის წერილი ციხიდან

„მიშასთან შედარებით ჩვენი პოლიტიკოსები პატარა ჭიანჭველები არიან“ - გია ბუღაძე

⭕ „ნურავის ექნება იოტისოდენა იმედი, რომ სააკაშვილის ციხეში გამოკეტვას შევეგუებით“ - ნიკა მელია