მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა „გირჩის“ ოფისს კვერცხები ესროლეს (ვიდეო)

გირჩის ოფისს კვერცხები ესროლეს

„თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა „გირჩის“ ოფისს კვერცხები ესროლეს.

მანამდე რადიკალურად განწყობილი მოქალაქეები მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში შეიჭრნენ. მათ შენობის მინები ჩაამტვრიეს.

თავდაპირველად კი „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა პარლამენტთან კარვები დაარბიეს, ამავდროულად ფიზიკურად გაუსწორდნენ რამდენიმე ტელევიზიის ჟურნალისტს და დააზიანეს მათი ტექნიკა.