მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის აეროპორტი ტურისტების მისაღებად ემზადება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების განახლებისა და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, შემოსასვლელებში დამონტაჟდა ხელის სადეზინფექციო აპარატები, სპეციალური ვიდეოსკანერები , რომლითაც მოხდება მგზავრთათვის სიცხის გაზომვა. ასევე მოხდა მოფრენისა და გაფრენის ტერმინალების უსაფრთხო დისტანციის სპეციალური სტიკერებით მონიშვნა, სარეგისტრაციო დახლებზე მოეწყო დამცავი ფარები, რათა არ მოხდეს პირდაპირი კონტაქტი მგზავრსა და აერპორტის თანამშორმლებს შორის. 

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, როგორც ცნობილია, საქართველო საერთაშორისო ვიზიტორების მასპინძლობას 1-ლი ივლისიდან გეგმავს. 

„ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მთელი ინფრასტრუქტურა, მათ შორის საერთაშორისო აერპორტები მზად იყოს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და უსაფრთხოების ყველა ეპიდემიოლოგიურ სტანდარტს უპასუხონ, რათა მაქსიმალურად უსაფრთხოდ მოხდეს როგორც ტურისტების მიღება, ასევე ჩვენი მოქალაქეების გაფრენა.

პრაქტიკულად, კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ, რომ საქართველო არის უსაფრთხო დანიშნულების ადგილი და ეს ეხება არა მხოლოდ ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას, არამედ აეროპორტებსაც“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.