მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისის აეროპორტში ევაკუაცია იყო გამოცხადებული

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

თბილისის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო pia.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე მიტოვებული ჩანთა იპოვეს, რის შემდეგაც, უსაფრთხოების მიზნით, მოხდა აეროპორტში მყოფი პირების ევაკუაცია და ადგილზე იმუშავეს გამნაღმველებმა.

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ნანახი იქნა მიტოვებული ჩანთა. უსაფრთხოების მიზნით, მოხდა აეროპორტში მყოფი პირების ევაკუაცია. ადგილზე იმუშავეს გამნაღმველებმა. დათვალიერების შემდეგ, რაიმე საეჭვო ნივთი აღმოჩენილი არ იქნა. ამჟამად თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს“, - აცხადებენ უწყებაში.