საზოგადოება

თბილისის გარე განათების პროექტი არა ბიუჯეტიდან, არამედ ელექტროენერგიის დაზოგვის შედეგად მიღებული ეკონომიის ხარჯზე დაფინანსდება - მერია

თბილისის მერია
1627463324
დაკოპირებულია

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის გარე განათების პროექტი არა ბიუჯეტიდან, არამედ ამ პროექტის განხორციელების შედეგად დაზოგილი ელექტროენერგიის საფასურის ხარჯზე დაფინანსდება. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს, გარე განათების განახლების პროექტის განხორციელების მიზნით, ბიუჯეტიდან 90 მილიონი ლარია გამოყოფილი.

„კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრჯერ მოგვიწია განმარტებების გაკეთება, კიდევ ერთხელ, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ თბილისელებს ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია.

მთელი ქალაქის მასშტაბით გვინდა, რომ ძველი ნათურები შეიცვალოს ახალი, თანამედროვე ლედ სანათებით. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს სიცრუის მიზანმიმართული ტირაჟირება, რომ თითქოს, ჩვენ ბიუჯეტიდან გამოვყავით 90 მილიონი ლარი იმისთვის, რომ მოხდეს ამ ნათურების შეძენა. საზოგადოებას, რა თქმა უნდა, უჩნდება აგრესია - რა დროს სანათების ყიდვაა 90 მილიონად. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ბიუჯეტიდან არანაირი 90 მილიონი არ არის გამოყოფილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა პროექტის კონცეფცია.

„დედაქალაქის მასშტაბით, გარე განათებისთვის ამჟამად გამოიყენება სოდიუმის ტიპის ნათურები, რომლებიც მოიხმარენ ძალიან დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას. მათი ლედ სანათებით ჩანაცვლების შემთხვევაში ელექტროენერგიის ეკონომია შეადგენს ხარჯის დაახლოებით 60-70 პროცენტს.

ჩვენი კონცეფცია ითვალისწინებს კერძო კომპანიების მიერ მოზიდული ფინანსებით ამ სანათების ჩანაცვლებას. გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, მოიზიდოს თანხა და თვითონ შეცვალოს სანათები. მიღებული ეკონომიიდან, ამ კომპანიას აუნაზღაურდება მომსახურება და პროდუქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტიდან ამისთვის დამატებით სახსრები არ გამოიყოფა და ყოველწლიურად, ელექტროენერგიისთვის გადასახდელი თანხის დაზოგვით მოხდება მისი ანაზღაურება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გარე განათების სტანდარტის შემუშავება თბილისის მერიამ ტენდერით შერჩეულ კომპანიას დაუკვეთა. პროექტის მიზანი, დედაქალაქის მასშტაბით გარე განათების განახლება და მოწესრიგებაა.

17 სექტემბერი

რუსეთის საპარლამენტო არჩევნები, ცნობილი...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 17 სექტემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

„ჩვენი დეოკუპაცია გადის ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631915789

ინდექსაციის სისტემა, რაც ჩვენ შემოვიღეთ, მოაგვარებს იმ პრობლემას, რაც უკავშირდება პენსიების მუდმივად მატება-არ მატების საკითხს და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631915403

„ინფორმაცია მაქვს, რომ ლგბტ ორგანიზაციის წევრებს თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდათ, პოლიციას დათანხებოდნენ, რომ უსაფრთხოების მიზნით მარშის ლოკაცია შეეცვალათ, მაგრამ სააკაშვილის საზოგადოება „სირცხვილიას“ დაჟინებული მოთხოვნით და მათი წახალისებით მათ ბოლო მომენტში გადაწყვიტეს, რომ უნდა ჩაევლოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631914933

„აზერბაიჯანელებს ბრძენი ლიდერი ჰყავთ, რომელიც საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე და საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631914592
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი საფრენი
აპარატების ახალ
საამწყობო საწარმოში

ირაკლი ღარიბაშვილი - მე რომ მივედი თავდაცვის...

„ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა - ჩემთვის დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი თავდაცვის მინისტრი ჩვენი ქვეყნის და ჩვენს ღირსეულ ჯარს ვემსახურე. მჯერა, რომ არ ერთ წელიწადში ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ. ის საქმეები, რომელიც ბოლო 30 წელია არ გაკეთებულა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი - მშპ-ის 12,2% რეალურ...

„ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და უპრეცედენტო ზრდა გვაქვს რეგიონში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პ...

„შარლ მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლიტიკური შეთანხმების გაფორმება და პოლარიზების შემცირება, 100 დღე ველოდეთ ოპოზიციას, რომლებიც აგრძელებდნენ საბოტაჟს, გვაყენებენ შეურაცხყოფას ჩვენ, პრეზიდენტ მიშელს, ამერიკის მთავრობას და შეთანხმებას არ აწერდნენ ხელს, ამიტომ გავედით შეთანხმებიდან და აღვადგინეთ ჩვენი დარღვეული უფლებები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი, აქ გა...

„მე პირადად არასოდეს გავურბივარ არც ერთ კრიტიკულ კითხვას, რამდენიმე ათეული წუთით ვჩერდები მედიასთან და ყველა კითხვას, მათ შორის ამ პარტიული ტელევიზიების კითხვებს ვპასუხობ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.