საზოგადოება

თბილისის მერია „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონის აღსრულებისთვის საჭირო წესსა და პროცედურებს ამტკიცებს

პეკინისა და ვაჟა-ფშაველას
გამზირების კვეთაზე
საგზაო მოძრაობა სრულად
აღდგენილია
1627461792
დაკოპირებულია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონი ძალაში შედის, დედაქალაქის მერია კი კანონის აღსრულებისთვის საჭირო წესსა და პროცედურებს ამტკიცებს.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დაინტერესებულ პირებს მიეცემათ შესაძლებლობა, ისარგებლონ ამ კანონით დადგენილი შეღავათებითა და სპეციალური რეჟიმებით.

„საქართველოს პარლამენტმა დაასრულა სამშენებლო ამნისტიასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტის განხილვა. კანონი უკვე მიღებულია, გამოქვეყნებულია და ძალაში შედის 28 ივლისიდან. თბილისის მუნიციპალიტეტი დაამტკიცებს ამ კანონის აღსრულებისთვის საჭირო წესს და პროცედურას და დაინტერესებულ პირებს მიეცემათ შესაძლებლობა, ისარგებლონ ამ კანონით დადგენილი შეღავათებითა და სპეციალური რეჟიმებით.

კანონი შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან. პირველი მოიცავს 2020 წლის 18 აგვისტომდე, ნებართვის საფუძველზე დასრულებულ მშენებლობებზე ზოგიერთი სამშენებლო დარღვევის პატიებას. ეს დარღვევებია ფართობის გადამეტება, განაშენიანების კონტურის დარღვევა, „წითელი ხაზების“ დარღვევა, ფუნქციური ზონის დარღვევა და ა.შ. ასევე, ამ დარღვევების პატიებისთვის საჭირო წესებს და პროცედურებს.

კანონის მეორე ნაწილი ითვალისწინებს, მომავალში ასეთი დარღვევების თავიდან არიდებისა და პრევენციის მიზნით, პასუხისმგებლობის დამძიმებას, რომ იგივე არ განმეორდეს. კერძოდ, სამშენებლო დარღვევების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას დამრღვევი პირების მიმართ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კანონის მესამე ნაწილს, დედაქალაქის მერის თქმით, ეს ეხება შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების წესებს. კერძოდ, იმ მშენებლობების შემთხვევაში, რომლებიც შეიცავენ საყოფაცხოვრებო ფართებს.

„ექსპლუატაციაში მიღებამდე დაუშვებელი გახდება ელექტროენერგიითა და გაზით მომარაგება. ეს არის ცვლილება, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ არ დაიწყოს ამ შენობების საყოფაცხოვრებო ფუნქციით გამოყენება, სანამ შენობას უფლებამოსილი ორგანო არ მიიღებს ექსპლუატაციაში.

აღნიშნული წესი ამოქმედდება 2022 წლის პირველი იანვრიდან და გავრცელდება იმ მშენებლობებზე, რომელზეც მშენებლობის ნებართვა გაიცემა 2022 წლის პირველი იანვრის შემდგომ. აღნიშნული შესწორება განხორციელდა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ საქართველოს პარლამენტს და ასევე, ყველა იმ ადამიანს, ვინც აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერისა და კანონის მიღების პროცესში იყო ჩართული, მადლობა გადაუხადა.

მისივე თქმით, ამნისტია არ არის უპირობო აქტი და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი შესაბამისად იმოქმედებს.

„ამ საკანონმდებლო პაკეტის საფუძველზე, ძალიან ბევრი ადამიანის ქონებამ შეიძინა ღირებულება და ლეგიტიმაცია. ქონება, რომელიც წარმოადგენდა არასრულ აქტივს, ვინაიდან არ იყო ექსპლუატაციაში და ვერც იქნებოდა ექსპლუატაციაში მიღებული, კონკრეტული სამშენებლო კომპანიების კანონდარღვევიდან გამომდინარე. ეს პრობლემა იყო იმ ოჯახებისთვის და ძალიან მალე ეს ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და მოგვარებული.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამნისტია არ არის უპირობო აქტი. იმ შემთხვევაში, თუ დარღვეულია უსაფრთხოების ნორმები, მუნიციპალიტეტი აწესებს მოთხოვნას, შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღება შენობა-ნაგებობა ექსპლუატაციაში.

მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ დარღვეულია კონსტრუქციული ნახაზი ან კონსტრუქციული პროექტი, მოითხოვება აკრედიტებული საექსპერტო დაწესებულების დასკვნა ფაქტობრივად განხორციელებული სამუშაოების უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის შესახებ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობას არ აქვს მოწესრიგებული ფასადი, დამაბრკოლებელ გარემოებას ესეც წარმოადგენს.

„ასევე, მნიშვნელოვანია ქალაქის იერსახის მოწესრიგების მიზნით, შენობა-ნაგებობების ფასადი. იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობას არ აქვს მოწესრიგებული და დასრულებული ფასადი, ესეც წარმოადგენს დამაბრკოლებელ გარემოებას. შენობა მას შემდეგ შევა ექსპლუატაციაში, რაც მუნიციპალიტეტთან შეთანხმების შემდეგ მოწესრიგდება ან დასრულდება მისი ფასადი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

17 სექტემბერი

რუსეთის საპარლამენტო არჩევნები, ცნობილი...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 17 სექტემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

„ჩვენი დეოკუპაცია გადის ჩვენი ქვეყნის სწორად განვითარებაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631915789

ინდექსაციის სისტემა, რაც ჩვენ შემოვიღეთ, მოაგვარებს იმ პრობლემას, რაც უკავშირდება პენსიების მუდმივად მატება-არ მატების საკითხს და ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631915403

„ინფორმაცია მაქვს, რომ ლგბტ ორგანიზაციის წევრებს თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდათ, პოლიციას დათანხებოდნენ, რომ უსაფრთხოების მიზნით მარშის ლოკაცია შეეცვალათ, მაგრამ სააკაშვილის საზოგადოება „სირცხვილიას“ დაჟინებული მოთხოვნით და მათი წახალისებით მათ ბოლო მომენტში გადაწყვიტეს, რომ უნდა ჩაევლოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631914933

„აზერბაიჯანელებს ბრძენი ლიდერი ჰყავთ, რომელიც საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე და საკუთარი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

1631914592
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი საფრენი
აპარატების ახალ
საამწყობო საწარმოში

ირაკლი ღარიბაშვილი - მე რომ მივედი თავდაცვის...

„ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა ვთქვა - ჩემთვის დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი თავდაცვის მინისტრი ჩვენი ქვეყნის და ჩვენს ღირსეულ ჯარს ვემსახურე. მჯერა, რომ არ ერთ წელიწადში ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ. ის საქმეები, რომელიც ბოლო 30 წელია არ გაკეთებულა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი - მშპ-ის 12,2% რეალურ...

„ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და უპრეცედენტო ზრდა გვაქვს რეგიონში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პ...

„შარლ მიშელის შეთანხმების მთავარი მიზანი იყო პოლიტიკური შეთანხმების გაფორმება და პოლარიზების შემცირება, 100 დღე ველოდეთ ოპოზიციას, რომლებიც აგრძელებდნენ საბოტაჟს, გვაყენებენ შეურაცხყოფას ჩვენ, პრეზიდენტ მიშელს, ამერიკის მთავრობას და შეთანხმებას არ აწერდნენ ხელს, ამიტომ გავედით შეთანხმებიდან და აღვადგინეთ ჩვენი დარღვეული უფლებები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი, აქ გა...

„მე პირადად არასოდეს გავურბივარ არც ერთ კრიტიკულ კითხვას, რამდენიმე ათეული წუთით ვჩერდები მედიასთან და ყველა კითხვას, მათ შორის ამ პარტიული ტელევიზიების კითხვებს ვპასუხობ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.