საზოგადოება

თბილისის მერიამ და აზიის განვითარების ბანკმა ურბანული განვითარების გზამკვლევები წარადგინა

თბილისის მერიამ და აზიის
განვითარების ბანკმა
ურბანული განვითარების
გზამკვლევები წარადგინა
1623852623
დაკოპირებულია

თბილისის მერიამ და აზიის განვითარების ბანკმა (ADB) ერთობლივად შექმნილი, ურბანული განვითარების სამი გზამკვლევი წარადგინეს.

ვირტუალური ღონისძიება თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ და ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის ურბანული და წყლის სერვისების განვითარების დივიზიის დირექტორმა იონგ იემ გახსნეს.

თბილისის მერის მოადგილემ მადლობა გადაუხადა აზიის განვითარების ბანკს გაწეული დახმარებისთვის და მერიის ინფრასტრუქტურული და მობილობის პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელთა მიზანი თბილისის მოსახლეობისთვის უკეთესი გარემოს შექმნაა.

„ჩვენი მიზანია, ქალაქი ისე განვავითაროთ, რომ აქ ცხოვრება, გადაადგილება, დასვენება თუ გართობა ყველა თაობისთვის, ყველა სქესის და ასაკის ადამიანისთვის თანაბრად მისაღები და კომფორტული იყოს. ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქმნება, არაერთი პროექტი ხორციელდება და მინდა, მადლობა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს პარტნიორობისთვის და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

იონგ იემ ხაზი გაუსვა ამ პროცესში გენდერული თანასწორობის ჩართვის მნიშვნელობას, მრავალმხრივი ეკონომიკური ზრდისა და ქალაქების უფრო მდგრადი განვითარებისთვის.

„კოვიდ-19-ის პანდემიამ ცხადი გახადა ინკლუზიურად განვითარებული ქალაქების საჭიროება. მუშაობის, სწავლისა და სოციალური ურთიერთობების ჩვეული რუტინის შეცვლამ დაგვანახვა, რომ ქალაქების ინფრასტრუქტურა უფრო ხელმისაწვდომი უნდა იყოს შშმ პირებისთვის, მოხუცების, ქალებისა და ბავშვებისთვის“, - განაცხადა იონგ იემ.

ამ მიმართულებით თბილისის მერიის ძალისხმევაზე ისაუბრა ADB-ის გენდერული თანასწორობის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელმა, სამანტა ჰუნგმაც.

„ყოველდღიურად იზრდება თბილისის მერიის მიერ გენდერული თანასწორობის მიმართულებით გაწეული შრომის ხილული შედეგები ეკონომიკურ ზრდასა და მდგრად განვითარებაში, რისთვისაც მადლობას ვუხდი თბილისის მერიას“, - განაცხადა სამანტა ჰუნგმა, ADB-ის გენდერული თანასწორობის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელმა.

გზამკვლევები, რომლებიც გულისხმობს ინკლუზიურ და გენდერზე ორიენტებულ პროექტირებას ურბანულ არეალებში, სარეკრეაციო სივრცეებსა და საცხოვრებელ დასახლებებში, შემუშავებულია ქალაქის მთავრობის ურბანული დაგეგმარების სახელმძღვანელოდ და მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების თავისუფალი გადაადგილების უზრუნველსაყოფად, ასევე, პარკებისა და მწვანე სივრცეების მოწყობაში ყველა სქესის, სოციალური და ასაკობრივი ჯგუფის საჭიროებების გასათვალისწინებლად.

გენდერზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურა ქალებს თავს დაცულად აგრძნობინებს და უსაფრთხო საქმიანობისა და განტვირთვის საშუალებას აძლევს. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს ადგილობრივი ინსტიტუციების გაძლიერებას და შესაძლებლობების გაზრდას ურბანულ დაგეგმარებასა და პროექტირებაში.

„ჩვენი შვილებისა და
შვილიშვილების დაცვის
ერთადერთი შესაძლებლობაა
ოჯახის წევრების
ვაქცინაცია“

„პირებს, რომელთაც ვაქცინის პირველ დოზაზე...

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ ადამიანებს რომელთაც კორონავირუსის ვაქცინის პირველ დოზაზე ალერგიული რეაქცია ჰქონდათ, შესაძლოა, განსხვავებული ტიპის ვაქცინით აცრის შესაძლებლობა მიეცეთ.

1627587122

ჩუღურეთის რაიონში, ცოტნე დადიანის N7-ში, 1 600 კვადრატულ მეტრზე დასასვენებელი სივრცე მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

1627626199

ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების სამხედრო აქტივობით შეშფოთებას გამოხატავს. ასე გამოეხმაურა დე ფაქტო უწყება საქართველოში საერთაშორისო წვრთნების, Agile Spirit 2021 ჩატარებას. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

1627625293

სანდრო მამუკელაშვილი NBA-ში ითამაშებს. ქართველი კალათბურთელის ახალი გუნდი კი მოქმედი ჩემპიონი „მილუოკი ბაქსია“! დრაფტზე მამუკელაშვილი 54-ე ნომრად „ინდიანა პეისერსმა“ აირჩია, მაგრამ ბითაძის გუნდმა ის „მილუოკი ბაქსს“ გაუცვალა.

1627622462

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში გურამ თუშიშვილი (+100 კგ) იასპარეზებს, რომელმაც ზედიზედ ორიე შეხვედრის მოგება მოახერხა.

1627621923
გათიშული დენი

30 ივლისს ნაძალადევის რაიონში ელექტრომომარაგე...

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 30 ივლისს, ნაძალადევის რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

1627585235
„ისრაელში 60 წელს ზემოთ ასაკის მქონე ადა...

ისრაელი მალე დაიწყებს მესამე, გამაძლიერებელი (ბუსტერ) Covid-19 დოზის გაკეთებას 60 წელზე მეტი ასაკის პაციენტებისთვის, რომლებიც უკვე აცრილნი არიან, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი საკუთარ Facebook-ის გვერდზე წერს.

ისრაელის ჯარებსა და პალესტინელებს შორის...

ისრაელის ჯარებსა და პალესტინელებს შორის შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

ავღანეთში წყალდიდობას 150 ადამიანის სიცო...

ავღანეთის აღმოსავლეთ პროვინცია ნურისტანში წყალდიდობას 150 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ 1tvnews იუწყება.